საზოგადოება მაღლივიში გოგონას უცნობი მამაკაცი თავს დაესხა 2012, 31 ოქტომბერი, 18:06 შემთხვევა დღეს დილით მოხდა, 19 წლის ერთ-ერთი სტუდენტი გოგონა(მის სახელს შეგნებულად არ ასახელებენ) ლექციების შემდეგ შინ ბრუნდებოდა, როცა მაღლივის ხიდთან ვიღაც უცნობი მამაკაცი წამოეწია და ჩაქუჩით სამჯერ მიაყენა დაზიანება თავის არეში.გოგონას გონება არ დაუკარგავს და, მისი თქმით, ამის შემდეგ მამაკაცმა იგი ტყეში შეიყვანა და მასზე ძალადობის განხორციელება სურდა, თუმცა დროულად მიეშველნენ, ხოლო დამნაშავე მიიმალა და მისი პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. პოლიციამ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც დაკითხა და, მათი განცხადებებით, ასეთი შემთხვევები ბოლო ექვსი თვის მანძილზე საკმაოდ ხშირია, თუმცა უცნობია ამ ქმედებებს ერთი და იგივე პირი ჩადის, თუ სხვადასხვა.მიუხედავად ამისა, უმეტესობა ამტკიცებს, რომ ამ ადგილებში ხშირად ჩნდება ვიღაც საეჭვო ახალგაზრდა, რომელიც არაა ფსიქიკურად გაწონასწორებული და მისი შიშით მოსახლეობა გვიან გარეთ ვეღარ გამოდის. გოგონა გადაყვანილია საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა ახლა უკვე სტაბილურია. 275 2-ს მოსწონს
|