სხვა აშშ-ში 60 წლის წინ დაკარგული ქალი იპოვეს 6 მაისი, 17:16 ![]() 20 წლის ოდრი ბეიკბერგი, ორი შვილის დედა, 1962 წლის 7 ივლისს რიდსბურგში მდებარე საკუთარი სახლიდან გაუჩინარდა. ის რონალდ ბეკებერგზე იყო დაქორწინებული. წლების განმავლობაში, საუკის ოლქის შერიფის ოფისის გამომძიებლები ცდილობდნენ გაერკვულიყვნენ, თუ რა დაემართა ახალგაზრდა ქალს.მხოლოდ ახლახან გაირკვა, რომ ოდრი ცოცხალია. „გამომძიებლების მიერ საქმის ყველა მასალის და მტკიცებულებების ხელახლა შესწავლის, მოწმეების ხელახლა დაკითხვისა და ახალი ფაქტების გამოვლენის შემდეგ, დადგინდა, რომ ოდრი ბაკებერგი ცოცხალია, კარგად არის და ამჟამად სხვა შტატში ცხოვრობს“, - ნათქვამია შერიფის პრესრელიზში. გამოძიებას დეტექტივი ისააკ ჰენსონი ხელმძღვანელობდა. მან კვირები გაატარა მოწმეების დაკითხვასა და ბაკებერგის გაუჩინარების ახალი კვალის ძიებაში. „ მე ვისარგებლე Ancestry.com-ით ამით და ვიპოვე მნიშვნელოვანი ჩანაწერები: გარდაცვალების, აღწერის და სხვა მონაცემები“, - განაცხადა დეტექტივმა. „საბოლოოდ ვიპოვეთ მისამართი... დავურეკე ადგილობრივ შერიფს და ვუთხარი: „ამ მისამართზე ქალი ცხოვრობს. შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ?“ და სულ რაღაც 10 წუთის შემდეგ მან გადმომირეკა. ის ბაკებერგს 45 წუთის განმავლობაში ესაუბრა, ქალმა უთხრა რომ სახლიდან მოძალადე ქმრის გამო გაიქცა. „ვფიქრობ, რომ მან ახლიდან დაიწყო ცხოვრება. ის ბედნიერია, დარწმუნებული საკუთარ არჩევანში და არაფერს ნანობს“, - დასძინა მან. გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე ოდრი პოლიციას დაუკავშირდა. ქალმა განაცხადა, რომ რონალდმა სცემა და თავის არეში დაზიანებები მიიღო. ქმარი მას მოკვლით ემუქრებოდა, მით უმეტეს მას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. პოლიციის ოქმის მიუხედავად, ოდრი, რომელიც 15 წლის ასაკში გათხოვდა, ქმართან ერთად და შვილებან ერთად განაგრძობდა ცხოვრებას. განაგრძობდა ცხოვრებას. 7 ივლისს ის მატყლის ფაბრიკაში ხელფასის ასაღებას წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მისი ნათესავები ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა დედა შვილებს არასდროს მიატოვებდა. ![]() ჰენსონმა დაადასტურა, რომ ბაკებერგი საკუთარი ნებით წავიდა და საფრთხე არასდროს შექმნია, თუმცა ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. მან არ დააკონკრეტა, რომელ შტატში ცხოვრობს ამჟამად 82 წლის ქალი. ![]() 52 2-ს მოსწონს
|