სხვა ჩემი თავის გასაღები არ გინახავთ? კაცმა სიგარეტს კლიტე დაუყენა 2013, 10 ივლისი, 10:32 თურქეთის ქალაქ ქიუთაიაში მცხოვრებმა იბრაჰიმ იუჯელმა თავზე გალია ჩამოიცვა. სამი შვილის მამა 42 წლის კაცი ასე აპირებს სიგარეტისთვის თავის დანებებას. რკინის ბადე წვრილად ნაქსოვია, ზემოდან კლიტით იკეტება, ერთი გასაღები ცოლს აბარია, მეორე კი უფროს გოგოს. იბრაჰიმმა, მწეველის 26 წლიანი სტაჟით, ბევრჯერ და ამაოდ სცადა პაპიროსის გადაგდება. რაკი ვერ მოახერხა, ამ ორიგინალურ ხერხს მიმართა. საუზმობის მერე თავზე გალიას იხურავს, გასაღებებს ცოლ-შვილს უტოვებს და სამუშაოზე მიდის. მამაჩემი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა და მე აღარ უნდა მოვწიო, რადაც არ უნდა დამიჯდესო, ამბობს "რკინისთავიანი" თურქი. 4819 13-ს მოსწონს 1-ს არა
|