ქალი და მამაკაცი 28 წლის ქალი 76 წლის მამაკაცთან ურთიერთობისას, მხოლოდ ერთ ნაკლზე საუბრობს 6 მაისი, 16:22 ![]() 28 წლის კელსი ჰოუპფული ექვსი წელია 76 წლის გაი ბონჯოვანისთან ურთიერთობაშია და არ ნანობს თავის არჩევანს.გამოცემა Metro მათი რომანის თავისებურებებზე წერს. როგორც ჰოუპფული ყვება, მან ხანდაზმული მამაკაცი იოგას გაკვეთილზე გაიცნო. ბონჯოვანი გაკვეთილებზე სიარული იმიტომ დაიწყო, რომ ცოლის დაკარგვა გადაეტანა. მალე გოგონა და კაცი დამეგობრდნენ და ორი წლის შემდეგ ოფიციალური ურთიერთობა დაიწყეს. ჰოუპფულის თქმით, მასზე 48 წლით უფროსი ბოიფრენდის ყოლას მხოლოდ ერთი უარყოფითი მხარე აქვს. გოგონა წუხს, რომ ბონჯოვანი მალე წავა იმ ქვეყნად და ის კი მის დავიწყებას ვერ შეძლებს. ჰოუპფულმა აღიარა, რომ მარტო დარჩენილი ხშირად ტირის, რადგან აცნობიერებს, რომ მის საყვარელს „მასზე ბევრად ნაკლები წელი აქვს დარჩენილი“. ![]() დიდი ხნის განმავლობაში გოგონას ეშინოდა მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის(განსაკუთრებით ბებიისთვის) ეთქვა ბონჯოვანისთან ურთიერთობის შესახებ. ჰოუპფულმა განმარტა, რომ ბებიამისსაც ურთიერთობა ჰქონდა მასზე ბევრად უფროს მამაკაცთან. ის ადრე გარდაიცვალა და ქალი მის დაკარგვას 26 წლის განმავლობაში გლოვობდა. გოგონამ დასძინა, რომ ეშინია, რომ იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება. 2020 წლის გაზაფხულზე გოგონამ საბოლოოდ გადაწყვიტა, საყვარელი ადამიანებისთვის ბონჯოვანის შესახებ ეამბნა. მისდა გასაკვირად, ყველა დადებითად შეხვდა მის არჩევანს. მისი თქმით, მას არასდროს მობეზრდება საყვარელი: ისინი ერთად ესწრებიან სპექტაკლებს, დადიან ლაშქრობებზე და ბევრს მოგზაურობენ. ![]() 669 2-ს მოსწონს
|