საზოგადოება ახალაიების დედას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, ჭაკუების მამამ თვითმკვლელობა სცადა 2012, 31 ოქტომბერი, 11:56 არჩევნების შემდეგ, ბევრმა მინისტრმა თუ მოადგილემ თავის თავს უშველა და საქართველო დატოვა. მათ პასუხისმგებლობა ხალხის მიმართ კი არა, უახლოესი ადამიანების მიმართაც არ გამოიჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, შვილების დანაშაულებრივი ქმედებები და ცხოვრების წესი ვერ აიტანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუასა და ხობის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დიმიტრი ჭაკუას მამამ და თვითმკვლელობის მიზნით თავში ტყვია დაიხალა, შედეგად, ის დღემდე უგონო მდგომარეობაშია. როგორ ირკვევა მან ეს გადაწყვეტილება შვილებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო. რათქმაუნდა ასევე საწყენია ახალაიების დედის მდგომარეობა, როგორც ამბობენ მას ამ ამბების შემდეგ ფსიქიკური აშლილობა დაემართა. ვერცერთი დედა ვერ გაუძლებს იმ სიტყვებს რასაც ის საზოგადოებისგან ისმენს. ვინ დაგწყევლათ ასე, ორივე შვილი მანიაკი რომ გაგიზრდიათ?! გამზრდელი არ წაგიკითხავთ? ეს სიტყვები ქალბატონ ნანიზე რათქმაუნდა კარგად არ იმოქმედებდა. როგორც მის მხარეში ამბობენ, ახალაიები ზოგჯერ აგრესიულად იქცეოდნენ, მათი თქმით ერთ რესტორანში მიმტანებს მომსახურების გაწევის ეშინოდათო, და სუფრას დაცვა უშლიდაო. კიდევ ერთი სანდო წყაროს მონათხრობის თანახმად, არჩევნების შემდგომ დათა ახალაია და სოსო თოფურიძე პატრიარქთან შესახვედრად მისულან. პატრიარქი არ 4312 9-ს მოსწონს 4-ს არა
|