ბრიტანული ცენტრი ხდება პირველი აკრედიტირებული სკოლა ლონდონის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ
ბრიტანული ცენტრი ხდება ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (cmo) მიერ პირველი აკრედიტირებული სკოლა.
ბოლო წლების განმავლობაში ქალანის ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს იმ საერთაშორისო სკოლების აკრედიტაციის სისტემის შექმნაზე, რომლებიც აქტიურად იყენებენ ქალანის მეთოდს. აკრედიტაციის მისაღებად ქალანის ორგანიზაცია ახორციელებს ყოველ კონკრეტულ სკოლაში სწავლების ხარისხის შესწავლას, კონტროლს, მონიტორინგს და ახდენს შესაბამის შეფასებას. ამის შემდეგ თუ სკოლა აკმაყოფილებს ქალანის მეთოდის გამოყენების ყველა სტანდარტს იგი ღებულობს შესაბამის აკრედიტაციას რაც წარმოადგენს მისი ოფიციალური აღიარების დოკუმენტს.
აკრედიტაციის მიღებისთვის ქალანის მეთოდის ორგანიზაციიდან 2012 წელს განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდა მათი წარმომადგენელი, რომელმაც შეისწავლა ბრიტანულ ცენტრში სასწავლო პროცესი, რის საფუძველზეც ბრიტანული ცენტრი ხდება სმო-ს მიერ პირველი აკრედიტირებული სკოლა.
აკრედიტირებული სკოლის მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ ონლაინ ინტერაქტიული სასწავლო პლატფორმით, რომელიც მათ აძლევს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამეორების, გაღრმავებისა და პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობას.