x
image
დათო შვანგირაძე
სიახლეები აბიტურიენტებისთვის + (ვიდეო)

imageსიახლეები აბიტურიენტებისთვის:ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე ელით, მათ შორის რთულდება უცხოენის სავალდებულო გამოცდა, აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაცია 20 თებერვლიდან იწყება.


რამდენად ეფექტურია ერთიანი ეროვნული გამოცდები და წესით რამდენ გამოცდას უნდა აბარებდნენ აბიტურიენტები უმაღლესში მოსახვედრად, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი საერთაშორისო პრაქტიკას გვიზიარებს.გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ერთი არჩევითი საგანი დაამატა, აბიტურიენტებს წელს უკვე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის ჩაბარების საშუალებაც ექნებათ, კიდევ უფრო რთულდება უცხოენის სავალდებულო გამოცდა, ტესტს მოსმენის დავალება ემატება, აბიტურიენტს ტექსტის მოსასმენად და მის საფუძველზე 8 დავალებიანი სავარჯიშოს შესასრულებლად 10 წუთი ექნება, ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალური შეფასება 8 ქულაა.

0
28
11-ს მოსწონს
ავტორი:დათო შვანგირაძე
დათო შვანგირაძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0