სხვა ავტოსაგზაო შემთხვევა ვარდების რევოლუციის ღამეს 2012, 10 ნოემბერი, 14:10 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის გახმაურებაც ყოფილ მაღალჩინოსნებს არ სურდათ. 2003 წლის 23 ნოემბერს, გორგასლის ქუჩაზე უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორი ბეემვეს მარკის ავტომობილს შეეჯახა. ვარდების რევოლუციის ღამეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი, მძღოლი დავით საყვარელიძე და ეთერ წულაია გარადიცვალა. ოჯახი საქმის გამოძიებას წლებია ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. 9 წლის განმავლობაში საქმე რამდენჯერმე ისე დაიხურა, რომ მოსამართლეები მასალებს არც კი, გაცნობიან. უფლებადამცველები საქმის შეჩერებას ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ. 2239 3-ს მოსწონს
|