x
image
დათო შვანგირაძე
ABC school - პირობები

imageABC school-თან დაკავშირებით გაჩნდა ძალიან ბევრი შეკითხვა. აქვე გთავაზობთ პასუხებს თქვენს კითხვებზე:
1) ბრიტანული ცენტრი რეკომენდაციას აძლევს მსენელს ABC school-ში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. სკოლა მდებარეობს ინგლისში, კერძოდ ლონდონში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში - ქოვენთ გარდენზე და იგი სარგებლობს საუკეთესო ავტორიტეტით იმ სკოლებს შორის, რომელშიც გამოიყენება ქალანის მეთოდი.
2) ბრიტანული ცენტრის წარმომადგენლები უშუალოდ იყვნენ ლონდონში ჩასულები, რათა ენახათ სკოლაში არსებული ვითარება და შეეფასებინათ სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.
3) სასწავლებლად წასვლის მსურველს თბილისში ბრიტანულ ცენტრში უტარდებათ ტესტირება რათა განისაზღვროს მისი ცოდნის დონე (ეს ვრცლდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც არ სწავლობენ ბრიტანულ ცენტრში).
4) დახმარებას ვუწევთ საკონსულოში წარსადგენი აპლიკაციის შევსებაში, საკონსულოში გასაუბრებაზე ჩაწერაში და ყველა იმ საჭირო საბუთის შეგროვებაში, რომელიც უნდა წარადგინოს საკონსულოში.
5) ბრიტანული ცენტრის მსენელებისთვის ზემოაღნიშნული მომსახურება არის უფასო, ხოლო მათთვის, ვინც არ არის ბრიტანული ცენტრის სტუდენტი, მომსახურება ფასიანია.

ბრიტანულმა ცენტრმა გააფორმა ხელშეკრულება ლონდონში ქოვენთ გარდენზე არსებულ ინგლისური ენის სკოლასთან, რომელშიც საუკეთესო ავტორიტეტით სარგებლობს ქალანის მეთოდის სკოლებს შორის. სკოლა თავის სტუდენტებს/მსმენელებს ასევე სთავაზობს ზოგადი ინგლისურის კურსებს და ინდივიდუალურ მომზადებას ინგლისურ ენაში სტუდენტის/მსმენელის მოთხოვნის მიხედვით, თუ რა მიმართულებაზე უნდა უფრო მეტი აქცენტის გაკეთება. მაგ.: მარკეტინგი, ბიზნეს-კომუნიკაცია და ა.შ.
სკოლა ასევე სთავაზობს თავიანთ სტუდენტებს საცხოვრებელი პირობების შერჩევაში დახმარებას, რაშიც ასევე მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
კურსის დამთავრების შემდეგ სკოლა გასცემს შესაბამის სერთიფიკატს.

გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის გაცვლითი პროგრამა და ხარჯებს ანაზღაურებს სწავლების მსურველი.

0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:დათო შვანგირაძე
დათო შვანგირაძე
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0