x
image
მაკა ნიკვაშვილი
"კი იყო მაგის დანიშვნა სირცხვილი. ერთუჯრედიანი მავნე" - ვისზე საუბრობს მანანა მანჯგალაძე

image


ჟურნალისტი, მანანა მანჯგალაძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2004-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, მიხეილ ქარელის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წინა ხელისუფლების დროს მის თანამდებობაზე ყოფნას დღეს უკვე სირცხვილად მიიჩნევს:


"უნდა მოვყვე რა ” დროებაში” სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული იყო ციხიდან. ეს კაცი მეუბნება : ქარელი ყველგან იძახის მიშას სახელით ვაკეთებო და მე ხომ ვხვდები რა ჯანდაბად უნდა მიშას გორის ბაზარი, მაგრამ ეს ასე ლაპარაკობსო. ახლა მამა აბრამის ბატკანივით რომ ლაპარაკობდა .მერე კოდორის ამბებზე გავყევი ოქრუაშვილს, წამოიყვანა ქარელი. ტყეში გავიდნენ სამხედროები და ჩვენც გავყევით. უცებ ყვირის ქარელი: ნახე აქ სომხები გვებრძვიანო. ვახ საიდან დაასკვნაო ოქრუაშვილმა იკითხა და მივიდა. ღამით რუსები იყვნენ გადმოსულები, ცეცხლი დაუნთიათ, კონსერვები გაუხსნიათ. ზედ ეწერა “არმეისკი პაიოკ” .ქარელმა როგორ წაიკითხა? არმიანსკი პაიოკ. ასეთი ჭკუისკოლოფი იყო. კი იყო მაგის დანიშვნა სირცხვილი.მართლა ერთუჯრედიანი მავნე"- წერს მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.



"ომი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ - ის ფსიქიკურად საშიში ადამიანია, ფსიქიკურად ავადმყოფია და მიმაჩნია, რომ დღესაც საშიშია. გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი, "- ამის შესახებ შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.


მიხეილ ქარელის თქმით, ის მზად არის კომისიის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუკი კომისიას მასთან დამატებითი კითხვები ექნება.






0
834
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
834
Loading...