საზოგადოება
"აზიარებს ბევრი, არ ვიცი რა მიზნით....."- რას წერს ნათია ფანჯიკიძე
31 მარტი, 15:08

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"რომელიღაც საბაშვო ბაღში "ანონიმური ყუთი" დაუდგამთ, აზიარებს ბევრი, არ ვიცი რა მიზნით, მაგრამ თუ არაკეთილი მიზნით, გამახსენდა, მცირეწლოვანი რომ ვიყავი, ბავშვებს დაგვირიგეს "სახელმწიფო წერის" რვეულები და მოგვთხოვეს დაგვეწერა თემა - "როგორ შეხვდა ჩემი ოჯახი პარტიის 26-ე ყრილობას".
დავჯექ წერად და სიტყვა-სიტყვით ჩამოვაწიკწიკე მამაჩემი როგორ აგინებდა პოლიტბიუროს. მეორე დღეს შალვა ამონაშვილმა ჩემი რვეული, ახლაც არ ვიცი როგორ, რადგან დანომრილი იყო სახელმწიფო წერის რვეულები, გააქრო და მამაჩემი სიცილ-სიცილით გააფრთხილა, ბავშვთან ყველაფერს ნუ ილაპარაკებო.
დავიტოვოთ იმედი, რომ შალვა ამონაშვილის მსგავსი ნათელი ადამიანები აკრავთ გარს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს?
აქვე გამახსენდა გერმანული ძალიან კარგი ფილმი "სხვათა ცხოვრება", მაგრამ ამ ფილმში პროფესიონალის თავგადასავალია და არა დეგრადირებული სუბიექტების.
პ.ს. არ ყოფილა ის ყუთი "საეჭვო მიზნის", იმ ბაღს შეუცვლია ყუთზე წარწერა გადასარევი ფორმულირებით - "მშობლებო, თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია" -ვკითხულობთ ნათია ფანჯიკიძის პოსტში.