x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, პირად მიმოწერას რომ ვყვები, მაგრამ...“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტ, ნიკა კაციასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"არ ვიცი რამდენად სწორად ვიქცევი პირად მიმოწერას რომ ვყვები, მაგრამ ნიკა კაცია თითქმის ყოველ დღე ითხოვდა ფინანსურ დახმარებას.საუბარია 20, 25 ლარზე. კვების ფულზე მეგობრებო. ამ ბიჭზე ამბობენ სახლში ნარკოტიკი ჰქონდაო. უფრო მეტი, ყიდდაო!გაწირეს ბრალისთვის, რომელიც სამუდამოს ითვალისწინებს.ამათ ქმედებებში ლოგიკას ნუ ეძებთ. სპეციალურად რენდომ იჭერენ ხალხს. ესაა კგბ-ს მეთოდი (Tayona Bagdavadze) კარგად ახსენი შენ)რატომ დააკავეს აღარ ვიკითხოთ. იმიტომ რომ პასუხი ერთია, რეპრესიები, რუსული მეთოდით."- ვკითხულობთ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტში.


ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულ ჟურნალისტს ნიკა კაციასა 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს. კაცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და მასზე ფიზიკურადაც იძალადა. ადვოკატ ნინა ლომინაძის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან ექსპერტიზა დაინიშნა.


ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს, სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს და პირადი ჩხრეკა შუა ქუჩაში ჩაუტარეს, თუმცა როგორც მან ადვოკატს განუცხადა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.








0
353
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
353