საზოგადოება
"ამ უბედურებას გააჩერებს ერთადერთი რამ…" - რას წერს ინგა გრიგოლია
8 დეკემბერი, 15:14
ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია ქვეყანაში შექმნილ უმძიმესს ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამ საგანგებო მდგომარეობიდან გამოსავალს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაში ხედავს:
"ამ უბედურებას გააჩერებს ერთადერთი რამ (ბევრი ვიფიქრე და გამოსავალი ეს მგონია) – ქოცების მომხრეებმა, თუ მათ სურთ ტერორის შეჩერება ქვეყანაში, რაც, დარწმუნებული ვარ, მათაც ანადგურებს მორალურად, თავად უნდა დაუფიქსირონ, რომ სასწრაფოდ, ყოველგვარი მაგრამის გარეშე განთავისუფლდეს ყველა დაჭერილი პოლიტიკური პატიმარი და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
თუ მართლა ადარდებთ ქვეყანა, თავად უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სათითაოდ და ხმამაღლა დაუფიქსირონ ივანიშვილს, რომ ემიჯნებიან ტერორს, რასაც გვიწყობენ.
არ ვუყვარვართ, ვერ გვიტანენ, მაგრამ ემიჯნებიან ამ ჯოჯოხეთს და როგორც გამოსავალი, ისე შესთავაზონ.
მერე წავიდნენ და ისევ ოცნებას მისცენ ხმა, ვინც მართლა აძლევს. ახლა ესაა ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას გადაარჩენს ! ვფიქრობ, ვფიქრობ და სხვა ვერაფერი შეაჩერებს იმ კოშმარს, რაც ქუჩებში ხდება. თავისივე მომხრეების პოზიცია თუ შეაჩერებს ამას, სხვა არაფერი!"- ვკითხულობთ ინგა გრიოლიას პოსტში.