x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მადლობა მიშას, ვერ დაგიკარგავთ ამ ღვაწლს"- რისთვის უხდის მადლობას იუნა შაფთავა მიხეილ სააკაშვილს

image


ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წინა ხელისუფლებას საჯარო რეესტრის გამართული მუშაობის გამო სამადლობელ პოსტს უძღვნის და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მისი პრეზიდენტობის პერიოდში ე.წ "1 ფანჯრის" სისტემის დანერგვის გამო საჯარო მადლობას უხდის. შაფათავას თქმით, პასპორტის ერთ დღეში დამზადება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება:


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • გამოვხატავ ჩემს აღფრთოვანებას ბრწყინვალე კლასის სერვისისთვის-
არავინ თქვას, რომ სადმე, მსოფლიოში, პასპორტი 1 (ერთი) დღეში მზადდება, მითუმეტეს, სხვა ქვეყნიდან შემოსული განცხადებით, ონლაინ გასაუბრებით და ონლაინ გადახდით, სახლამდე მიწოდებით- მე საერთაშორისო ფოსტის აშშ-ში შემოტანის პირობები არ მაკმაყოფილებს, ამიტომ სახლამდე ჩამოტანა არ იყო ჩემი პირობა, თუმცა ეს მომსახურებაც გაქვთ.


განსაკუთრებული მადლობა ქალბატონებს, რომლებიც უმაღლესი კლასის კვალიფიკაციით დამეხმარნენ.
ზუსტად დილის 9-ზე თბილისის დროით გუშინ გვქონდა გასაუბრება საჯარო რეესტრის წარმომადგენელთან და დღეს დილას დედაჩემმა წამოიღო ჩემი პასპორტი (დედაჩემს ცალკე მადლობა, შვილად მე რომ ვერგე ცხოვრების ლატარეაში.


ვიცი, ეს სააკაშვილის შექმნილი სისტემაა, მადლობა ნაცებს, ამისთვის- გუშინ დეას საჯარო რეესტრის ‘1 ფანჯრის’ სისტემაზე და მის უპირატესობებზე და თანამშრომლებისთვის ამ სისტემის გამოწვევის სირთულეებზე ვლაპარაკობდით.
მახსოვს, თბილისში ცხოვრების დროს, ამ აწყობილი სისტემის უპირატესობები, თვითონ ამ საჯარო სისტემის აზრიანობა და გამართულობა, მაგრამ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მომსახურებას პირველად პირადად შევეხე და აღფრთოვანებული ვარ, რაზეც მადლობას გიხდით. იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი საქართველოს საკონსულოზე ნიუ-იორკში- მხოლოდ გარდაცვალების ან დაკავების შემთხვევისთვის რომ აქვთ ცხელი ხაზი და საკონსულო პროვინციული ჩაიხანაა თუ რა ხარამხანაა, ვერ გაერკვევი, საქართველოს მოქალაქეებისთვის რომ მკვდარზე თაიგულია, ფაქტია, დღევანდელი მთავრობის ყაიდაზე.


მოკლედ, არ გვინდა ლირიკა, საჯარო რეესტრს მადლობა, რაც მთავარია- რაც გაკეთდა, გაკეთდა და ქულებს ნუ იწერს დღევანდელი კომპარტია. აქვე მივაწერ- ჩემი ძვირფასი მეგობარი, საჯაროს ამ სისტემის აწყობის თავში რომ იყო, ხელმძღვანელი, უმუშევარია, უკვე 12 წელია, მხოლოდ იმის გამო, რომ მიშას დროს მუშაობდა და ბრწყინვალე კადრი სახლში ზის, სანამ ჰოპლა მამიჯან მუთაქები მინისტრობენ.
უბრალოდ არ მინდა დღევანდელობის სინახინჯეზე საუბარი-
მადლობა მიშას, მისი დადებითი ნამოღვაწარის იდეალურად გამართული სისტემის შედეგებისთვის, ვერ დაგიკარგავთ ამ ღვაწლს.


მადლობა იმ ადამიანებს, იმ საწყის რგოლებს, იმ პატარა ჭანჭიკებს დიდ სისტემაში, რომლებიც ამუშავებენ მას ყოველდღიურად, მთავრობები იცვლებიან, პროფესიონალი კადრები კი ამუშავებენ ქვეყანას ყ ო ვ ე ლ დ ღ ე.
ვიცი, სახელფასო განაკვეთი რა მცირე გაქვთ და გამოვხატავ ჩემს უღრმეს პატივისცემას, თქვენი ყოველდღიური დაუღალავი შრომისთვის.


თქვენ იმსახურებთ პრემიებსაც და წახალისებასაც, იმედია, ოდესმე, შრომა და ღვაწლი საქართველოში, დამსახურების და კვალიფიკაციის მიხედვით დაფასდება.
მადლობა საჯარო რეესტრს- მის თანამშრომლებს, კიდევ ერთხელ, წარმატებებს გისურვებთ, შრომისმოყვარე მოტივირებულ ადამიანებს."- წერს შაფათავა სოციალურ ქსელში.







0
586
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
586