საზოგადოება "ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა!“ - რა პოსტს ავრცელებს ინგა გრიგოლია 2022, 2 ნოემბერი, 11:22 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია"ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა რა! ყველა ადამიანს მოსდის უნებლიე შეცდომა, ხანდახან ისეთი რამ წამომცდენია, მერე ერთი წელი მინანია. წარმოუდგენელია, რაც მსახიობ თამარ მაყაშვილს მოუწყეს! ადამიანმა რაღაც თქვა ( ვერ დავიჯერებ, რომ უამრავ თქვენგანს არ გქონიათ როყიო წამოძახილი.მე მქონია!), მერე ბოდიში მოიხადა და ამის მუხედავად. თეატრიდან გამოუშვეს!პირადად სულ არ ვიცნობ და პირადი მეგობრობა არ მაწერინებს ამ პოსტს! ამ უსამართლობით და შეურცხყოფებით სავსე ქვეყანაში, კარგმა მსახიობმა რაღაც თქვა, თუნდაც არ მოგწონებოდა და ასეთი ჯოჯოხეთი მოუწყო?!!!!! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი!მძაგს და საშინლად მანერვიულებს ადამიანების კოლექტიური ჩაქოლვა! ჩემი მხარდაჭერა თქვენ Tamara Makashvili ესეც გაივლის!!"- წერს ტელეწამყვანი.შეგახსენებთ, რომ მსახიობი თამარ მაყაშვილი თეატრიდან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 31 ოქტომბერს გასულ გადაცემაში ნათქვამი ფრაზის გამო გაათავისუფლეს. "არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური", – განაცხადა მაყაშვილმა გადაცემა "ჩვენს ოჯახში" სტუმრობისას, რის გამოც მსახიობი საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.თამარ მაყაშვილმა გადაცემის გასვლის დღესვე საგანგებო პოსტთან ერთად ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც ის თავისი დაუფიქრებელი სიტყვების გამო აჭარლებს ბოდიშს უხდიდა, თუმცა მსახიობს ვერც გულწრფელმა მონანიებამ უშველა, ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ ის მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა.638 1-ს მოსწონს |