x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ ამომდის თავიდან ბახილებიანი ჩინოვნიკი, რომლის თანამოქალაქეები მიწამ ჩაყლაპა მას კი ის ადარდებს ღვარცოფმა ფეხები არ დაუსვაროს"- ვის ფოტოს ავრცელებს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც სტიქიის ზონაში მყოფ საკრებულოს ერთ - ერთ წევრს ბახილების გამო აკრიტიკებს და წერს:


image



"ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ჭირისუფალი უამრავი ბავშვის, ქალის, მეომრის და მოხუცის უსამძიმრებს შოვში დაღუპულებს; პრეზიდენტი, რომელიც დადის განადგურებულ ბახმუტსა და დაბომბილ ხარკოვში.


ამ დროს სულ თავშია ბახილებიანი საკრებულოს წევრი, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, შეფუთული ფეხებით. დგას და ეკაჩავება ჟურნალისტს, რომელიც ამ ამბების პირველწყარო გახდა.


არ ამომდის თავიდან ჩინოვნიკი, რომლის თანამოქალაქეები მიწამ ჩაყლაპა და მას კი თურმე ის ადარდებს ამ ღვარცოფმა ფეხები არ დაუსვაროს.


რასაც ახლა ვფიქრობ – ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს."- ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.












0
878
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
878