საზოგადოება
"დაელოდოთ შოუს!” - ია ფარულავა
23 მარტი, 14:53

მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა "მეგობარი აქტთან" დაკავშირებით, რომლის განხილვაც 27 მარტს, ამერიკის სენატის მიერ იგეგმება აცხადებს რომ ის "ქართული ოცნებისთვის" ნამდვილ "შოუდ" იქცევა:
"მადლობა, რომ ზრუნავთ ჩვენზე, ამ მძიმე ჟამს, ვიცით რომ ძალიან დიდი ცვლილელები წავიდა შტატებში, რომ გაგახსენდათ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ტქვენს გვერდით იყო და თქვენს იმედზე იყო, თუმცა ბოლო დროს ეს ხაზი დაირღვა, ახლა ტრამპის მოსვლით მთავრობაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა, ანაკლიის პორტი, აბრეშუმის გზა, ეს ყველაფერი აღდგება იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს.
ბოლო მოვლენებმა ჩვენს ხალხს დაანახა, რომ ჩვენი ერთადერთი გზა არის გზა ამერიკისგან – ამერიკამ უნდა გაგვაძლიეროს და დარწმუნებული ვარ, რომ ტრმაპი, მარკო რუბიო და სხვა მაღალჩინოსნები აუცილებლად მოგვაქცევენ ყურადღებას.
"ქართული ოცნებისთვის" იქნება ეს ძალიან დიდი სიურპრიზი, რადგან სულ სხვანაირ სცენარს ელოდებოდნენ, მაგრამ ასე არ არის ბატონებო, დაელოდეთ შოუს", - განაცხადა გუშინ, "მეგობარი აქტის" მხარდამჭერ აქციაზე მისულმა ია ფარულავამ "ტვ პირველის" ეთერში.