x
image
ლელუ
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა "ფეისბუქის" მეგობრებს

imageშს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ფეისბუქის" მეგობრებს თავის გვერდზე მიმართა. მიმართვის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

"ჩემო მეგობრებო,

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რადგან დროის უქონლობის გამო ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ გპასუხობთ თქვენს პირად მესიჯებსა და შეკითხვებზე, მაგრამ გპირდებით, რომ უახლოეს დღეებში აუცილებლად გამოვასწორებ კომუნიკაციას თქვენთან და არცერთ თქვენს წერილს უყურადღებოდ არ დავტოვებთ.

აქვე, მინდა გაცნობოთ, რომ ფეისბუქში გაჩნდა არაოფიციალური გვერდი ჩემს შესახებ, რომელიც ჩემი ან ჩემი პრეს-სამსახურის
შექმნილი არ არის! ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, რომ არ "მოიწონოთ" ხსენებული ყალბი გვერდი (ან სხვა ვებ-გვერდები) და დაელოდოთ ჩემი ოფიციალური ფეისბუქის გვერდის გახსნას.

და ბოლოს, ბოდიშს გიხდით, რომ მეტ მეგობარს ვეღარ ვამატებ ფეისბუქის ლიმიტის გადაჭარბების გამო...

ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი კეთილგანწყობისა და მხარდაჭერისათვის! ძალიან ვაფასებ" - წერს ღარიბაშვილი.

1
2007
5-ს მოსწონს
ავტორი:ლელუ
ლელუ
2007
  
2012, 29 ოქტომბერი, 19:55
+1
0 1 1