x
image
ლელუ
საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

imageრამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ახალმა პარლამენტმა
მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 54 პარლამენტარი აღმოჩნდა.

მინისტრთა პორტფელები შემდეგნაირად გადანაწილდა: ეკონომიკის მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - დავით დარახველიძე, გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე, ჯანდაცვის მინისტრი - დავით სერგენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების მინისტრი - სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი, დასაქმების სახელმწიფო მინისტრი - კახა საკანდელიძე.

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ლელუ
ლელუ
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0