x
image
ლელუ
თინა კანდელაკი: სააკაშვილი, რუსულ მედიაში პიარისთვის, დიდ ფულს ხარჯავდა...

image
საქართველოს პრეზიდენტი,
მიხეილ სააკაშვილი, რუსულ მედიაში საკუთარი პიარისთვის დიდ ფულს ხარჯავდა – ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ტელეწამყვანმა, თინა კანდელაკმა
განაცხადა. გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ „სააკაშვილი, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ცუდი ურთიერთობისა, რუს ჟურნალისტებს სოლიდური თანხებით ანებივრებდა. ამიტომაც არის, რომ რუსული მედიის ნაწილი, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის გადამრჩენელს და რეფორმატორს, ისე მოიხსენიებდა".

როგორც თინა კანდელაკი სოციალურ ქსელებში აღნიშნავს, ის მალე თბილისში ჩამოსვლას და ბიძინა ივანიშვილისაგან ინტერვიუს აღებას გეგმავს. რამდენიმე კვირის წინ, მან ფეისბუქზე დაწერა კიდეც, რომ
ახლო მომავალში საქართველოს მონახულებას აპირებს.

გაზეთ „ვზგლიადის“ ინფორმაციით, კანდელაკის ამ განცხადებამ ქართულ საზოგადოებაში გარკვეული ჭორების აგორებას შეუწყო ხელი. კერძოდ, გავრცელდა ხმები, რომ კანდელაკს ახალ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას უმზადებდნენ. იმაზეც დაიწყო საუბარი, რომ ის შესაძლოა რუსეთში საქართველოს ელჩი გამხდარიყო.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს–სპიკერმა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაია ფანჯიკიძემ, გავრცელებული ჭორები თინა კანდელაკთან დაკავშირებით, კატეგორიულად უარყო...



3
357
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლელუ
ლელუ
357
  
2014, 19 მარტი, 21:03
dzalad qali,misha da es ertmanetze uaresebi arian :)
2012, 22 ოქტომბერი, 23:10
ვერ იტანს სააკაშვილს თინა....დიდი ხანია
2012, 22 ოქტომბერი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3