x
image
ლელუ
ახალი მთავრობა შსს–ს რეორგანიზაციას გეგმავს

imageსაქართველოს ახალ მინისტრთა
კაბინეტს პარლამენტი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაამტკიცებს. მანამდე კი, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო პროგრამა წარედგინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ახალი ხელისუფლება
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციას აპირებს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სამსახურები გამოეყოფა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, პრეზიდენტის წარდგენით, საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. ამ სამსახურის საქმიანობა უნდა იყოს საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და მისი რეალიზაცია“.

შსს-ში პოლიციის ფუნქციის მქონე ორი დეპარტამენტი ჩამოყალიბდება. კერძოდ, პოლიციის სისტემაში შეიქმნება პოლიციის დეპარტამენტი, რომელშიც შევა ორი მნიშვნელოვანი ქვესტრუქტურა: საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და საზღვრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სახელმწოდება კი საშინაო საქმეთა სამინისტრო იქნება.




0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ლელუ
ლელუ
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0