სიახლეები ბრაზილიაში აღმოაჩინეს მიტოვებული ავტოსალონი 300 ათასი $-ის ღირებულების ავტომობილებით 21 მარტი, 13:36 ![]() ბრაზილიაში 1, 5 მილიონი რეალის (დაახლოებით 300 000 დოლარი) ღირებულების მიტოვებული ავტოსალონი აღმოაჩინეს, ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. Volkswagen-ის შვიდი იშვიათი მოდელი იპოვეს ავტოსალონის ყოფილი მფლობელის ნათესავებმა ქალაქ ესტრელაში, რიო გრანდე-დუ სულის შტატში. მამაკაცი 2001 წლამდე ყიდდა ატომობილებს, მაგრამ როგორც გაირკვა, ბიზნესის დახურვის შემდეგ მან აღარ გაყიდა დარჩენილი მანქანები, უბრალოდ ჩაკეტა ისინი შენობაში. ყოფილი მფლობელი 2022 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისმა ნათესავემბა აღმოაჩინეს ახლა უკვე უნიკალური კოლექცია. ავტოსალონში დარჩა იშვიათი სპორტული მოდელი Volkswagen SP2, 1996 წლის ორი Volkswagen Itamar Beetle, Volkswagen Quantum 2.0 MI Evidence და სხვა მანქანები. თითქმის ყველა მანქანა ჯერ კიდევ იდეალურ მდგომარეობაშია, ერთადერთი "პრობლემა" ძარაზე მტვრის სქელი ფენაა. ![]() ![]() ![]() "ხოჭო" არის პირველი ავტომობილი მსოფლიოში, რომლის გაყიდვამაც 20 მლნ.-ს გადააჭარბა და პირველი ავტომობილი, რომელმაც არ განიცადა მთელი მისი გამოშვების მანძილზე ძირეული მოდიფიკაცია. 635 3-ს მოსწონს
|