x
image
Yoona
Mediator image
8 ეფექტური რჩევა, როგორ გააქირაოთ ბინა უფრო ძვირად
image



ბინის გაქირავება საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სწორად გაფორმებულ დოკუმენტებს და წინასწარ დალაგებულ ოთახებს, არამედ ბევრ სხვა ნიუანსს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოტენციურ მოიჯარეებთან შეხვედრისას. გიამბობთ, როგორ არ დაკარგოთ მოიჯარე და მიაქირაოთ უფრო ძვირად.



წესი 1: სისუფთავე წარმატების გარანტიაა

image



ადამიანებს თვალებით უყვარს, ამიტომ რაც უფრო მიმზიდველია სურათი, მით მეტია მოწონების მიღების შანსი. ასეა ბინის შემთხვევაშიც. პირველი, რაც თვალში გვხვდება, გარემოა. სუფთა და სწორად ორგანიზებული სივრცე სიმშვიდის, კომფორტის, პროდუქტიულობის და კარგი განწყობის გასაღებია. მაშინაც კი, თუ ბინა მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ სისუფთავეს და სიახლეს ასხივებს, მისი რამდენჯერმე ძვირად გაქირავების შანსი ავტომატურად იზრდება, რადგან ეს საუბრობს როგორც მფლობელების სისუფთავეზე, ასევე იმაზე, რომ ისინი სხვებს პატივისცემით ეპყრობიან.




image



სანამ დაპატიჟებთ ბინის დაქირავების მსურველს ქონების „სანახავად“, ბინა გენერალურად დაასუფთავეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კარის სახელურს, როზეტს, სანტექნიკას, სარკეს და ყველა სარკისებრ/მინის ზედაპირს. მოაშორეთ მტვერი განათების მოწყობილობებს, კარნიზებს, პლინტუსებს და ა.შ. დარწმუნდით, რომ ბინაში სასიამოვნო სურნელია. განიავების გარდა, დადგით არომადიფუზორი მსუბუქი არომატით, რომელიც პირველივე წამში კომფორტს გაგრძნობინებთ.



წესი 2: განათება

image



სწორად შერჩეული განათება გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან სწორედ ის ქმნის ყველაზე კომფორტულ და მყუდრო გარემოს, რომელიც ხალხს იზიდავს. სასურველ შედეგს შეგიძლიათ მიაღწიოთ ორიგინალური სანათების, ტორშერის ან ლედ ლენტების გამოყენებით. მთავარია, სწორად განალაგოთ. აირჩიეთ განათება ჩრდილების და სიკაშკაშის რეგულირების შესაძლებლობით. რაც უფრო მეტი განსხვავებული რეჟიმი აქვს განათებას, მით უფრო საინტერესოდ შეძლებთ ოთახის გაფორმებას.



image



განსაკუთრებით ეხება დასასვენებელ ზონას, სააბაზანო ოთახს და სამზარეულოს, სადაც ჩვეულებრივზე მეტი/ნაკლები სინათლეა საჭირო, რაც დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე და ამინდზე. აირჩიეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ელეგანტური, თანამედროვე, ლაკონიური მოდელები, რომლებიც შესანიშნავად მოერგება ყველაზე მარტივ ინტერიერსაც.



წესი 3: მრავალფუნქციური ავეჯი

image



მრავალფუნქციური ავეჯი კომფორტის გასაღებია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენიმე კვადრატული მეტრი აქვს ბინას. ეს შეიძლება იყოს დივანი ან საწოლი დამატებითი უჯრებით სხვადასხვა ნივთის შესანახად, ასევე კუთხის კარადა, რომელიც ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლებ ადგილს იკავებს. ასევე ეს შეიძლება იყოს მაგიდა, სკამი, პუფი, თარო. ასეთი ავეჯით სივრცეს დაზოგავთ, ასე რომ ბინაში გადასაადგილებლად მეტი ადგილი დარჩება.



წესი 4: სწორად შერჩეული ტექსტილი

image



ინტერიერის განახლების ყველაზე ბიუჯეტური და ეფექტური გზაა ახალი ტექსტილის შეძენა. ეს შეიძლება იყოს ფარდა, დივნის გადასაფარებელი, სუფრა, ხელსახოცი, ბალიშისპირი დეკორატიულ ბალიშებზე და პირსახოციც. ნებისმიერი ტექსტილის წვრილმანი ოთახს სითბოს და სიმყუდროვეს მატებს, მას უფრო კომფორტულს ხდის. ასე იქმნება სიმშვიდის განცდა, შფოთვა მეორეხარისხოვანი ხდება, ამიტომ ახალი ფარდა ან პატარა ხალიჩა გარანტიაა, რომ ოთახი უფრო საინტერესო და თანამედროვე გახდება.



წესი 5: დეკორის ელემენტები

image



დეკორი კიდევ ერთი ბიუჯეტური ვარიანტია ინტერიერის გარდასაქმნელად. საჭირო არ არის ძვირადღირებული ლარნაკების, სტატუეტების, ნახატების, სანთლების და მსგავსი ნივთების შეძენა. ამ ყველაფრის შეძენა შესაძლებელია ხელმისაწვდომ ფასად მეორადების ბაზრობაზე. აირჩიეთ თანამედროვე, მარტივი, ლაკონიური, მაგრამ ამასთან ორიგინალური ნივთები. სასურველია, რომ ნივთები ერთ სტილში ან ერთი ფერის ხაზიდან იყოს, რომ საერთო სურათს ჰარმონიულად მოერგოს, მაგრამ ამასთან აქცენტის როლი შეასრულოს. არ გადატვირთოთ ბინა წვრილმანებით. რამდენიმე შესაფერისი ვარიანტი საკმარისია.



წესი 6: მოაწესრიგეთ სველი წერტილი

image



სააბაზანო ოთახი პირველია, რასაც უცნობები ყურადღებას აქცევენ, რადგან იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მოწესრიგებულად გამოიყურება ბინა. სანტექნიკის გამოცვლა საჭირო არ არის. საკმარისია, რომ საფუძვლიანად გაწმინდოთ უნიტაზი, ონკანი, ფილები. მოაშორეთ ჩამჯდარი ლაქები, ნადები და ობის ნიშნები. გაწმინდეთ სარკე.



image



ზედმეტი ნივთები თაროებიდან აიღეთ. პირსახოცის საშრობის განახლებაც არ დაგავიწყდეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე ქოთანი მცენარე, საპნის და შამპუნის ორგანაიზერები, ასევე წყვილი პირსახოცი ახალი მოიჯარეებისთვის. მსგავსი წვრილმანები არა მხოლოდ ყურადღებას იპყრობს, არამედ დადებით განწყობას ქმნის.



წესი 7: მოაწესრიგეთ სამზარეულო

image



ეს ის ადგილია, სადაც ბევრი დიასახლისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. აქ ამზადებენ სადილს, აქ მიირთმევენ ფინჯან ყავას, აქ საუზმობენ და ვახშმობენ, აქ იღებენ მეგობრებს. მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულო მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო იყოს. ყველაზე მოკრძალებული და მოძველებული ინტერიერიც თანამედროვე მასალებით შეგიძლიათ განაახლოთ. აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც საერთო სურათს იდეალურად მოერგება. შემატეთ საინტერესო დეტალები, რამდენიმე სასარგებლო წვრილმანი (მაგალითად, სანელებლების ქილები ან ჩაის და ყავის ორგანაიზერები, ტექსტილის ნაწარმი, ქაღალდის ხელსახოცები ლამაზ კონტეინერში).



image



მთავარი წესი - ყველაფერი სისუფთავით უნდა ბრწყინავდეს. პირველ რიგში, ეს ეხება ნიჟარას, გაზქურას, კაფელს და მაცივარს. მოიშორეთ ზედმეტი ნივთები (ძველი ღრუბელი, ჩვარი, სასაპნე, სარეცხი საშუალების ბოთლი). გაათავისუფლეთ კარადა და თარო მაცივარში. თუ შესაძლებელია, შეცვალეთ კარადის სახელურები უფრო ორიგინალური და თანამედროვე ვარიანტით, ასევე დაამატეთ რამდენიმე განათება სამუშაო და სასადილო ზონებში.



წესი 8: შემატეთ შენობას სიცოცხლე მცენარეების დახმარებით

image



მცენარეები ინტერიერის გარდაქმნის კიდევ ერთი გზაა. აირჩიეთ რამდენიმე ადვილად მოსავლელი, მაგრამ სასარგებლო და ორიგინალური მცენარე და განათავსეთ თქვენს ბინაში. მაგალითად, მისაღებ ოთახში, საძინებელში და სამზარეულოში. ყვავილი არა მხოლოდ განწყობას აგიმაღლებთ, არამედ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. შეარჩიეთ ორიგინალური ქოთნები, რომელიც გახდება მთავარი აქცენტი და შეავსებს საერთო სურათს. აუცილებლად ისარგებლეთ ამ რჩევებით და დადებითი შედეგი არ დააყოვნებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

კაილ მაკდონალდის საოცარი ისტორია, რომელმაც სკრეპი ორსართულიან სახლში გადაცვალა

თავაუღებლად მუშაობა: მოდელი ხელების წყალობით დღეში 5 ათას ევროს შოულობს

რეკლამის 25 მაგალითი, რომელიც ემოციებს აღვიძებს და ამიტომ მუშაობს

„4 კედელი“, „თოვლის გუნდა“ და სხვა სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ ვალის დაფარვაში და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებაში

20 მეთოდი კრეატიული უნარების გასაღვიძებლად - ყავის და ალკოჰოლის გარეშე


0
128
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
128
Loading...