x
image
Yoona
Mediator image
ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა
ჰელსინკში, დამსაქმებელი კომპანიის ხარჯზე სამსახურში გამოძინებას შეძლებთ. როგორც აღმოჩნდა, ფინეთის პროფკავშირები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შუა სამუშაო პროცესში დღის ძილი ნაყოფიერად აისახება არა მხოლოდ თანამშრომლების პროდუქტიულობაზე, არამედ (რაც სრულად ლოგიკურია) კომპანიის ფინანსურ კეთილდღეობაზე, სადაც დასაქმებულებს ერთი საათით წაძინების უფლება აქვთ.

ზოგიერთ კომპანიაში სპეციალისტებიც აჰყავთ, რომელიც კორპორატიულ წყნარ საათს ატარებს, რაც თანამშრომლებს მოდუნებაში ეხმარება და მათ მედიტაციას ასწავლის.


image

„ძნელია საკუთარ თავს მოდუნება აიძულო, მაგრამ მწვრთნელის დახმარებით შუადღეს ამის გაკეთება გაცილებით მარტივია. ინსტრუქტორი ამ დროს ოქროს ფასის ტოლია, რადგან ის გონებრივი პაუზის გაკეთებაში გვეხმარება და ნახევარი საათით მინი დასვენებაში გვამოგზაურებს“ - ამბობს ტინი ვაინიო Sofia Future Farm-ის ცენტრიდან, რომელიც ამ „გაკვეთილების“ მართავს.


ჰელსკინის პროფკავშირები შუადღის ძილის (კომპანიის და ხელმძღვანელობის მიხედვით 30 წუთიდან 1 საათამდე პერიოდი) სარგებლობის დასკვნამდე მაშინ მივიდნენ, როცა თანამშრომლებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს. ადამიანები სამუშაო ადგილზე დაღლილობაზე, ფიზიკურ დისკომფორტზე (ზურგის და სახსრების ტკივილი მჯდომარე პოზის დროს) ყვებოდნენ და მათ სამუშაო ადგილის მალე დატოვების სურვილი ჰქონდათ.


image

ადგილობრივი ფინური მედია არ გამორიცხავს, რომ მომავალში სამსახურში ძილის ჩვევას, რომელიც ისე ანაზღაურდება, როგორც მუშაობის დრო) სხვა ქალაქებშიც შემოიღებენ.

პ.ს თუმცა უკვე ცხადია, რომ ძილი, რომელსაც ბევრი სიზარმაცეს უკავშირებს, ახლა კომპანიის თანამშრომლების პროდუქტიულობაზეა პასუხისმგებელი, ასევე მოგებაზე, წარმატებასა და ამ ფირმის კონკურენტუნარიანობაზე.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 6 მლნ დოლარად შეფასებულ მცურავ სახლს ქარიშხალი „ირმას“ გაძლებაც შეუძლია

image

2. ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს

image

3. სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს

image

4. 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

image

5. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

2
4382
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
4382
  
2020, 19 თებერვალი, 17:52
მოვითხოვ, ჩემი ცხოვრებისეული მუქთახორობაც (არასოდეს მიმუშავია) ანაზღაურებადი გახდეს !!! ))))))))
2019, 7 აგვისტო, 21:17
ძილის კი არა საქართველოში მუშაობის საათებსაც არ ანაზღაურებენ ნორმალურად.
0 1 2