სხვა 6 მლნ დოლარად შეფასებულ მცურავ სახლს ქარიშხალი „ირმას“ გაძლებაც შეუძლია 2019, 5 მარტი, 19:18 კომპანია Arcup-მა საზოგადოებას ახალი გამოგონება წარუდგინა. ამ მცურავ სახლს ნებისმიერ წყალში ოთხ ბალიანი შტორმის გაძლება შეუძლია. უნიკალური ჰიდრავლიკური სისტემა კონსტრუქციას წყლის ზემოთ წევს და ძლიერი ქარის დროს აძლიერებს. სახლის სავარაუდოდ ფასი დაახლოებით 6 მლნ დოლარია.
სტიქიისგან დაცვა სამშენებლო სტარტაპმა მცურავი სახლების პროექტი პირველად 2017 წელს წარმოადგინა. ამ დროს კალიფორნიის სამხრეთ სანაპიროზე ქარიშხალი „ირმა“ მძვინვარებდა, რომელსაც მეოთხე კატეგორიას მიაკუთვნებენ. სტიქიამ ასობით საცხოვრებელი სახლი და ბევრი სიცოცხლე იმსხვერპლა. Arcup-მა თავისი მოდელი ისე დააპროექტა, რომ სახლი მსგავსი ძალის შტორმისგან სრულად დაცულია. იდეის განხორციელებას ორი წელი დასჭირდა. კომპანიამ თებერვალში თავისი გამოგონება მაიამის იახტების გამოფენაზე წარმოადგინა. მდიდრული საცხოვრებელი მცურავე სახლის ფასი საკმაოდ მაღალი. სრულად აღჭურვილ სახლში საცხოვრებლად თითქმის 6 მლნ დოლარის გადახდა მოგიწევთ. ქარიშხლისგან დასაცავად ასეთ ფუფუნებაში ფულის გადახდა ყველას არ შეუძლია. თუმცა არნო ლუგე თვლის, რომ მომავალში უფრო მცირე ზომის ბიუჯეტურ ვარიანტებს შექმნიან. მისი ოცნებაა წყალზე სრულყოფილი ბინების კომპლექსის აშენება, რომელსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა ექნება. სახლის ფასი პირველ რიგში ძვირადღირებული მოწყობილობით არის გამოწვეული, რომელიც მის უსაფრთხოებას და გადაადგილებას უზრუნველყოფს. სახურავზე მზის პანელებია დამონტაჟებული. სახლის საერთო ფართობი დაახლოებით 400 კვ.მ, რომელსაც 4 ოთახი და ამდენივე სააბაზანო ოთახი აქვს. უსაფრთხოება და ეკოლოგიურობა ინოვაციური იდეის გასახორციელებლად არნო ლუგე ბიზნესმენ, ნიკოლას დერუინომთან გაერთიანდა, რომელიც ენერგიის განახლებადი წყაროს სპეციალისტია. სახლის უსაფრთხოების მთავარი ელემენტი მისი თვითკმარობა და მობილურობა გახდა. სახლი ისევე მარტივად გადაადგილდება წყალზე, როგორც იახტა. ჰიდრავლიკური სამაგრების დახმარებით სახლი ერთ ადგილზე უსაფრთხოდ ფიქსირდება. ასეთი კონსტრუქცია 70 მ/წმ სიჩქარის ქარს უძლებს, რაც ოთხ ბალიან ქარიშხალს შეესაბამება. სპეციალური სისტემა სახლს 6 მეტრამდე აწევს, რაც წყლის დონის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. სახლი ისეა დაპროექტებული, რომ ის ტალღებთან ერთად ქანაობს, მაგრამ ეს სახლის მაცხოვრებლებისთვის შეუმჩნეველია. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ასეთ სახლში ცხოვრება ისეთივე კომფორტული იქნება, როგორც მშრალ მიწაზე. მცურავი შენობა წყლის ეკოლოგიას არ არღვევს. ის ატმოსფეროში მავნე ნარჩენებს არ გამოყოფს, ხოლო ელექტროენერგიას მზის პანელების დახმარებით ღებულობს. ნებისმიერ დროს, მაცხოვრებელს შეუძლია ქალაქის საკანალიზაციო სისტემას გამოეთიშოს, რადგან სახლს წვიმის წყლის შეგროვების, ფილტრაციის და შენახვის სისტემა აქვს. Arcup-ი ნიდერლანდურ კომპანია Waterstudio-სთან თანამშრომლობს, რომელიც მცურავი სახლების დიზაინის შექმნაზე მუშაობს. ჰოლანდიაში ბევრ ადამიანს მდინარეებზე ცხოვრება ურჩევნია, ამიტომ მათი გამოცდილების გაზიარება, ძალიან მნიშვნელოვანია. მომავლის ხედვა წყლის სახლების კონსტრუქცია მომავალში მცურავი რაიონის და კურორტის შექმნის საშუალებას იძლევა. უკვე ახლა კომპანია კერძო კუნძულების მფლობელებთან ასეთი სახლების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. არნო ლუგე და ნიკოლას დერუინი წყალზე მცურავი იაფი ბინების აშენებით ძალიან დაინტერესებულნი არიან. თუ ასეთ სახლების აშენების ხარჯი შემცირდება, შეიძლება სტუდენტებისა და ახალგაზრდა ოჯახების მოთხოვნა გაიზარდოს. კომპანია აპირებს, სახლები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და მათი ფართობი 150 კვ/მ-მდე შეამციროს. Arcup-ის დამფუძნებლებს სწამთ, რომ მათი ნოვატორული პროექტი წარმატებული და მოთხოვნადი გახდება. რადგან მომავალი კომფორტულ და უსაფრთხო საცხოვრებელშია, რომელიც ეკოლოგიას ზიანს არ აყენებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს 2. რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის 3. როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა 4. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს 5. 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან 6. მარკ ცუკერბერგი წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი გახდა - ნახეთ Forbes-ის სია 7. პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ 8. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ 9. შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს 10. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 11. ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის 12. სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს 13. რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი?
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
659 შეფასება არ არის
|