x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შემეცნების მიღმა – ტოპ-10 ფენომენი, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის

კაცობრიობა, საუკუნეების მანძილზე ცდილობდა, ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას. თუმცა, ტექნოლოგიების და სამეცნიერო აღმოჩენების ეპოქაშიც კი, არსებობს ფენომენები, რომლებიც კვლავ საიდუმლოდ რჩება.

აქ, ათი, ყველაზე დამაინტრიგებელი ფენომენია განხილული, რომელიც მეცნიერებს შორის, დღემდე კამათს იწვევს.


image


10. კავშირი გონებას და სხეულს შორის: რწმენის ძალა


რა, თუ, თქვენს ცნობიერებას, თქვენი სხეულის განკურნება შეუძლია?.. და ეს მხოლოდ ჰიპოთეზა არ არის — პლაცებოს ეფექტი აჩვენებს, რომ გონებას გასაოცარი უნარი აქვს და გავლენას ახდენს ფიზიკურ მდგომარეობაზე. ადამიანები, რომლებსაც სჯერათ წამლის ეფექტურობის, თუნდაც ეს, უბრალო შაქრის ბურთულა იყოს, რეალურად, თავს უკეთესად გრძნობენ.

გონებასა და სხეულს შორის ეს კავშირი, ერთ-ერთ ყველაზე რთულ საიდუმლოდ რჩება მედიცინაში.


9. ექსტრასენსორული შესაძლებლობები: რეალობა, თუ ილუზია?


არსებობს, თუ არა, მეექვსე გრძნობა? ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ პარანორმალური შესაძლებლობები გააჩნია: აზრების კითხვიდან — მომავლის წინასწარმეტყველებამდე. თუმცა, მიუხედავად მრავალი კვლევისა, სამეცნიერო საზოგადოებამ, ჯერ–ჯერობით ვერ შეძლო, ასეთი ნიჭის რეალობის დადასტურება.

მაგრამ, ხომ შეიძლება, რომ ეს შესაძლებლობები, უბრალოდ, ჩვენი შემეცნების მიღმა იყოს?


8. სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ: რა გველის ზღვარს მიღმა?


imageადამიანები, რომლებსაც კლინიკური სიკვდილის გამოცდილება ჰქონდათ, ხშირად, კაშკაშა შუქზე, გვირაბსა და სიმშვიდის განცდაზე საუბრობენ. ამ ისტორიებმა მრავალი თეორია წარმოშვა, იმის შესახებ, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც გული ჩერდება. AWARE კვლევის მიზანი, იმის გარკვევაა, არის, თუ არა მტკიცებულება, ფიზიკური სხეულის მიღმა, სიცოცხლის არსებობის შესახებ.

თუ ეს მართალია, მაშინ რას ნიშნავს სიკვდილი, ჩვენი გაგებისთვის?



7. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი: საიდუმლო ობიექტები ცაში


ამო — ეს მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის თემა არ არის. ასობით ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენა, ჯერ კიდევ ამოუხსნელი რჩება. თუმცა, მათი უმეტესობა, შეიძლება ბუნებრივი მოვლენებით, ან ტექნიკური ანომალიებით აიხსნას. ზოგიერთი კი, ისევ აღვივებს უფოლოგების და სხვა დაინტერესებული პირების ფანტაზიებს.

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებს: "ვინ, ან რა დგას, ამ უცნაური შუქების უკან?"


6. დეჟავუ: რატომ გვგონია, რომ ეს ადრე უკვე იყო?


ოდესმე მისულხართ უცნობ ადგილზე და მოულოდნელად გიგრძნიათ, რომ იქ ადრეც იყავით? მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, ზუსტად განსაზღვრონ, ეს რატომ ხდება?

შესაძლოა, რომ ეს, ტვინის გაუმართაობის შედეგი იყოს? ან იქნებ "გასაღები", დროის შემეცნებაშია?


5. მოჩვენებები: წარსულის ნაშთებია, თუ გონების ილუზიები?


imageმოჩვენება — მისტიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმბოლოა. უძველესი ლეგენდებიდან — თანამედროვე ისტორიებამდე, ადამიანები მუდმივად აცხადებენ, გარდაცვლილთა სულებთან შეხვედრის შესახებ. მაგრამ, არის კი, მათი არსებობის მეცნიერული მტკიცებულება?

პასუხი: ჯერ არა. მაგრამ ეს, არ ხდის ისტორიებს ნაკლებად საინტერესოს.


4. იდუმალი გაუჩინარება: სად გაქრნენ ადამიანები?


ისტორიამ ბევრი შემთხვევა იცის, როდესაც ადამიანები უკვალოდ გაქრნენ. იყო ეს Mary Celeste-ს გემის ეკიპაჟი, თუ ცნობილი ადამიანები, მაგ., როგორიც ჯიმი ჰოფა იყო? — მათი ბედი უცნობია.

ეს ისტორიები გვახსენებს, რომ თანამედროვე სამყაროშიც კი, საიდუმლოებისთვის ადგილი, კიდევ არის.


3. ინტუიცია: მეექვსე გრძნობა, თუ ქვეცნობიერი?


ინტუიცია — ყოველგვარი ლოგიკური საფუძვლის გარეშე, რაღაცის "ცოდნის" იდუმალი უნარია. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ის ქვეცნობიერის მიერ, ინფორმაციის დამუშავებას ემყარება. მაგრამ, რამდენად სრულყოფილია ეს ახსნა?

შესაძლოა, ინტუიცია — ფანჯარაა, რეალობის სხვა დონეზე...


2. იეტი (თოვლის კაცი): ლეგენდა თუ რეალობა?


იეტი, თოვლის კაცი, კანჩენჯანგის დემონი — ეს სახელები ყველასთვის ნაცნობია. ბევრი ამბობს, რომ ბეწვით დაფარული უზარმაზარი არსება ნახა, მაგრამ მისი არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.


1. ტაოს ხმა: ბგერები არსაიდან


ქ. ტაოსში (ნიუ-მექსიკოს შტატში), ზოგიერთ მცხოვრებს, უცნაური, დაბალი სიხშირის ხმები ესმოდათ. საინტერესო ის არის, რომ მისი აღქმა, მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს შეუძლია. ეს რა არის — ტერიტორიის უნიკალური აკუსტიკა, თუ რამე უფრო იდუმალი?

ეს ფენომენი, ჩვენი დროის, ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ რჩება.


ამრიგად, ჩვენი სამყარო სავსეა საიდუმლოებით, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ამოხსნილი. შესაძლოა, ერთხელ, მეცნიერებმა იპოვონ პასუხები. ჯერ–ჯერობით კი, მხოლოდ გაკვირვება და კითხვების დასმა შეგვიძლია.


imageარხის სხვა სიახლეები:


* სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბელადის საიდუმლო ოთახები აღმოაჩინეს

* ფოტოები გრენლანდიიდან – საოცარი კუნძული, საოცარი მოსახლეობით

* 10 ნივთი წარსულიდან, რომლის დანიშნულება რთული გამოსაცნობია

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
578
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...