საზოგადოება უმუშევრობა სტუდენტებში - პრობლემა,რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს 2012, 28 ოქტომბერი, 20:25 უმუშევრობის პრობლემა საქართველოში საერთოდ ძალიან აქტუალურია ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, თუმცა განსაკუთრებით მინდა სტუდენტების რთულ მდგომარეობაზე ვისაუბრო, რადგან ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით დასაქმებული სტუდენტების რიცხვი მინიმალურია.
საზღვარგარეთ, ბავშვები უკვე სკოლის ასაკიდან იწყებენ მუშაობას და თავისი ჯიბის ფული აქვთ.ეს იმიტომ, რომ იქ არა მარტო ბევრი სამუშაო ადგილია, არამედ ახალგაზრდებს ხელსაც უწყობენ იმაში, რომ პარალელურად სწავლაც შეძლონ.ეს კი არა, სწავლის გადასახადს საერთოდ თავისი ხელფასით იხდიან.საქართველოში კი როგორი სიტუაციაა?ძლივს იშოვი ადგილს სადმე გამყიდველად, ოფიციანტად ან რამე ამის მსგავსი და დილიდან დაღამებამდე უნდა იყო სამუშაოზე რაღაც საცოდავი ხელფასის სანაცვლოდ.არ დაგავიწყდეთ, ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა.გასაგებია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არც თუ ისე კარგ დღეშია და ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა ზოგჯერ ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ დამსაქმებლისთვის რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, მის რესტორანში მთელი დღე ერთი ოფიციანტი იმუშავებს, თუ ორი გაინაწილებს სამუშაო დღეს?ასეთი ტენდენცია კი ჩვენთან საერთოდ არაა.სტუდენტი, რომელიც სწავლითაა დაკავებული, რა თქმა უნდა, ვერ იმუშავებს სრული განაკვეთით.გამოდის, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს - ან სწავლა, ან საკუთარი შემოსავალი, ხოლო ეს შემოსავალი ისეთია, რომ რასაკვირველია სწავლას ვერ მიატოვებს და ისევ მშობლის ხარჯზე უხდება ყოფნა.თანაც არც ისე სასიამოვნოა 20-22 წლის ასაკში დედის და მამის ხელის შემყურე იყო, მითუმეტეს, რომ ყოველდღიური ხარჯები, ყველას მოგეხსენებათ, არც ისე ცოტაა.აქედან გამომდინარე, დასაქმების მხრივ ყველაზე ცუდ დღეში ახალგაზრდები არიან, არადა, მე თუ მკითხავთ, მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ სამსახური.თანაც ნუ ვიმსჯელებთ მხოლოდ თბილისით, რაიონებში, ეს პრობლემა საერთოდ მოუგვარებელია.
საქართველოს შრომის კოდექსში წერია, რომ შრომისუნარიანობა ადამიანს 16 წლის ასაკიდან წარმოეშობა და მისი სამუშაოზე მიღება სრულწლოვანებამდე უნდა მოხდეს იმ პირობით, რომ განათლების მიღებაში არ შეეშალოს ხელი.რეალურად ეს მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში სრულდება?რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ფიზიკურად არაა ისეთი სამუშაო ადგილები, სადაც ახალგაზრდებს არასრული განაკვეთით მოუწევთ ყოფნა და დარჩენილ დროს განათლებას დაუთმობენ.
ამიტომ თუ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრა გვინდა, მაშინ პირველ რიგში სტუდენტების დასაქმებას უნდა შევუწყოთ ხელი.გასაგებია, რომ სერიოზულ ვაკანსიებზე ეგრევე არავინ დაგვნიშნავს, მაგრამ მაღაზიებში, გასართობ ცენტრებში, რესტორნებსა და მსგავს ადგილებში სამუშაო განაკვეთი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და შესაძლებელი გახდეს მათთვის ხელის შეწყობა.სახელმწიფოს შეუძლია ასეთ დაწესებულებებს მოთხოვნა დაუყენოს, რომ ერთი დასაქმებული სტუდენტი მაინც იყოლიონ.ასეთ ხერხს ხშირად მიმართავენ სხვა ქვეყნებში, მაგალითად ინვალიდთა დასაქმებაზე და ასე შემდეგ.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს პრობლემის ერთი კუთხეა.საჭიროა ამპარტავნებაც გვერდზე გადავდოთ, ვგულისხმობ ისეთ შემთხვევებს, როცა ოფიციანტად და გამყიდველად მუშაობა სამარცხვინოდ მიაჩნიათ.ვფიქრობ, უმოქმედოდ ყოფნა უფრო სამარცხვინოა.ამიტომ ამ საკითხთან მიდგომა უნდა შეიცვალოს როგორც მოსახლეობის, ასევე დამსაქმებლების მხრიდან. 638 3-ს მოსწონს 1-ს არა |
მთლიანად გეთანხმები.
მე კიდევ დავამატებდი იმას, რომ დასავლეთ ქვეყნებში სამუშაო თუ ვერ იშოვე მატერიალურად მაინც გეხმარებიან.