x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
45 წლის "ნივას" 335 ათას დოლარად ყიდიან
image

პოპულარულ ონლაინ გაყიდვების გვერდზე, ძველი 1980 წლის "ნივა" იყიდება, რომლის გარბენი სულ რაღაც 220 კილომეტრი. ტოლიატელი გამყიდველი ამისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას 30 მილიონ რუბლს ითხოვს.(335 000 აშშ დოლარი) მიუხედავად მაღალი ღირებულებისა, მფლობელი ამტკიცებს, რომ ამ მანქანის შეძენა კარგი ინვესტიციაა, რადგან ყოველწლიურად მას ფასი მოემატება, როგორც რარიტეტული ავტომობილი.


ამ მანქანის მიმართ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ მისი შესანიშნავი ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც, მფლობელის თქმით, შეესაბამება ქარხნულ დონეს (სავარძლებზე ლუქები და ცელოფანიც კი არის შემორჩენილი), არამედ მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობითაც.

image


მაგალითად, ამ "ნივამ" მონაწილეობა მიიღო AvtoVAZ-ის ნახევარსაუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

უფრო მეტიც, 2016 წელს ამ მანქანით გადაადგილდებოდნენ ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნებები, როგორებიცაა მოდელის მთავარი კონსტრუქტორი პეტრე პრუსოვი და AvtoVAZ-ის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლია მორი.

image

image

image

image

image

image

image

image

image

0
312
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0