საზოგადოება ჯანსაღია თუ არა აეროგრილზე მომზადებული საკვები ? 5 მარტი, 16:22 ![]() აეროგრილი აცირკულირებს ცხელს ჰაერს საკვების გარშემო, იწვევს მაილარდის რეაქციად წოდებულ პროცესს, რაც ნიშნავს ამინომჟავებისა და შაქრების ურთიერთქმედებას ტემპერატურის დახმარებით, რაც უცვლის საკვებს ფერს და გემოს.
აეროგრილში მომზადებული საკვები ბევრად ჯანსაღად ითვლება შემდეგი მიზეზების გამო:
ამცირებს ცხიმის მოხმარებას,
ამცირებს საკვები ნივთიერებების დანაკარგს,
აკრილამიდი ნაკლები რაოდენობით ფორმირდება.
თუმცა, გადამწყვეტია, აეროგრილის შიგთავსი რა ნივთიერებისგანაა დამზადებული.
ყველაზე გავრცელებული ზედაპირი ტეფლონი (PTFE) არაა მიჩნეული ჯანსაღ ზედაპირად რადგან 260°C-ზე ან მეტზე გაცხელებისას, ტეფლონის ზედაპირი გამოყოფს ტოქსიკურ პერფტოროქტანის მჟავას (PFOA) და სხვა ფტორპოლიმერებებს. ამ ნივთიერებების მიღება და ჩასუნთქვა, ჯანმრთელობის გრძელვადიან პრობლემებთანაა დაკავშირებული
ტეფლონის ზედაპირიანი აეროგრილები, დროთა განმავლობაში ზიანდება, იფხაჭნება, ცვდება და საფრთხე იქმენენა PTFE-ის მოხვედრის საკვებში და შემდეგ უკვე, ჩვენს ორგანიზმში, რაც დაკავშირებულია რიგი ჯანმრთელობის პრობლემებთან, მათ შორის ფარისებრის დისფუნქციასთან და უნაყოფობის პრობლემებთან.
ალტერნატივა - არატოქსიკური ზედაპირის მქონდე აეროგრილის გამოყენებაა.
მაგალითად:
კერამიკით მოპირკეთებული ზედაპირის მქონდე,
უჟანგავიი ფოლადის ზედაპირით,
ტიტანის ზედაპირით.
ამიტომ, თუ გადაწყვეტთ აეროგრილის შეძენას, შიდა კალათის ზედაპირის ნივთიერებას მიაქციეთ ყურადღება და არ შეიძინოთ ტეფლონის ზედაპირით!
204 1-ს მოსწონს
|