ცომეული ფენოვანი კვერები, მარტივად გუშინ, 12:59 ![]() ინგრედიენტები:მშრალი საფუარი — 5 გრ. (2 ჩ. კ.) შაქარი — 10 გრ. (2 ჩ. კ.) თბილი წყალი — 1, 5 ჭიქა* მარილი — 3 გრ. (0, 5 ჩ. კ.) ფქვილი — 4 ჭიქა* ზეთი — 3 ს. კ. კომბოსტოს მწნილი — 300 გრ. (ან სხვა გულსართი, მაგ., ყველი) სოდა — 0, 5 ჩ. კ. + 50 მლ. წყალი *ჭიქა — 200 მლ. მომზადება:I. ცოტაოდენი (2–3 ს. კ.) ფქვილით, საფუარით, შაქრით და თბილი წყლით მოამზადეთ ხაში (აქ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და 10 წთ–ით გააჩერეთ) > დაამატეთ 8-10 ს. კ. ფქვილი და კარგად შეურიეთ > მიიღებთ თხევად ცომს > თას გადააკარით სამზარეულოს აპკი და 30 წთ. თბილ ადგილზე დადგით. II. ხაში რომ აფუვდება, დაამატეთ მარილი და ფქვილი ნაწილ–ნაწილ — ზეთთან მონაცვლეობით > მოზილეთ ცომი > გადააკარით აპკი და თბილ ადგილზე 1 სთ. გააჩერეთ. III. ამ დროში, მოამზადეთ გულსართი: კომბოსტოს მწნილს ცივი წყალი გადაავლეთ > გაწურეთ > მცირე რაოდენობის ზეთში შევწვათ > დადგით გასაგრილებლად. IV. ცომი რომ ამოვა, გაყავით 4 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები და გადააფარეთ სამზარეულოს აპკი, რომ ცომის ზედაპირი არ გამოშრეს > გააბრტყელეთ გუნდა და მასზე გულსართის ერთი ნაწილი გაანაწილეთ > გააკეთეთ ხვეული > მოახვიეთ სპირალივით და ხვეულის ბოლო, კვერის ქვემოთ დამალეთ. ![]() V. მოათავსეთ გამზადებული კვერი საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე > გააჩერეთ 15 წთ. ამოსასვლელად. VI. ხელით გააბრტყელეთ, ისე როგორც ფოტოზეა და არ დაგავიწყდეთ კვერებს შორის დაშორება > ერთმანეთს შეურიეთ სოდა და წყალი და ზემოდან გადაუსვით კვერებს > ჩაჩხვლიტეთ კვერები ჩანგლით, რომ ცხობისას, თანაბრად ამოფუვდეს. VII. გამოაცხვეთ 200°C–ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 15-20 წუთის მანძილზე. გამოცხობის ზუსტი დრო, ღუმელის მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ![]() არხის სხვა სიახლეები:* უგემრიელესი ფუნთუშები გულსართით (მარტივი რეცეპტი)* კაცი, რომელმაც ჰიტლერზე მეტი ადამიანი მოკლა, დავიწყებას მიეცა* "ტიტანიკის" კატასტროფა გარდაუვალი იყო – გემი პორტიდან რომ არ გასულიყო, მაინც ჩაიძირებოდა* 7 ყველაზე საოცარი მცენარე პლანეტაზე17 შეფასება არ არის
|