x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ერთი ფოტოს ისტორია(ნაწილი 3)
imageფოტოზე აღბეჭდილია პირველი ქალები, რომლებმაც 1937 წელს ტორონტოში (კანადა)შორტები ჩაიცვეს და ქუჩაში გამოვიდნენ.


ადგილობრივმა ფოტოსტუდიამ Alexandra Studios-მა მოაწყო სარეკლამო ფოტოსესია, რა დროსაც ორი ფოტომოდელი ქალი ტორონტოს ქუჩებში შიშველი ფეხებით და მოკლე შორტებით გამოვიდა, რაც იმ დროისთვის ნამდვილი შოკი იყო საზოგადოებრივი ზნეობის თვალსაზრისით - პოლიციას შეეძლო განყოფილებაში გადაეყვანეთ ასეთი მცირე "ცოდვისთვის".


image

ფოტოზე "ქალი შორტებში ავტოვარიის მიზეზი ხდება, რა თქმა უნდა დადგმული სცენაა.


image

image


ევროპისა და ამერიკის უმეტეს ნაწილში მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში შორტებს საგარეო სამოსად მხოლოდ პატარა ბიჭები ატარებდნენ, სანამ ისინი სიმწიფეს ასაკს არ მიაღწევდნენ. როგორც კი ბიჭები გაიზრდებოდნენ, ჩვეულებრივ ისინი გრძელ შარვალს ატარებდნენ, ეს იყო ერთგვარი სტერეოტიპი, რომ შორტები მხოლოდ ბიჭებისთვის იყო განკუთვნილი. ამის გამო მამაკაცები შორტებს არ იცვამდნენ, ცხელ ამინდშიც კი, რადგან სირცხვილად ითვლებოდა. უმეტეს კულტურაში ქალები ზოგადად არ იცვამდნენ შორტებს სოციალური ზნეობის გამო: მათ მხოლოდ კაბები, ქვედაბოლოები და ბლუზები უნდა ეტარებინათ.


1890-იან წლებში მუხლამდე შარვალი (შორტის ადრეული ტიპი) გახდა ამერიკელი ბიჭების სტანდარტული ტანსაცმელი. 1890-იანი წლების ბევრ სასკოლო სურათებში, ყველას, გარდა უფროსკლასელებისა, აცვიათ მუხლამდე შარვალი. ჩრდილოეთ ამერიკელი ბიჭები ჩვეულებრივ ატარებდნენ მუხლამდე სიგრძის შარვალს მოკლე წინდებით.

სიტუაცია შეიცვალა 1900-იანი წლების შემდეგ, როდესაც მოკლე შარვლები უფრო პოპულარული გახდა ევროპაში.


1930-იან წლებში ყოველდღიური კომფორტისთვის შორტების ტარება დაიწყეს (როგორ ქუჩაში ასევე სპორტული ასპარეზობის დროს) როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალებმა. თუმცა, შორტების ტარება ჯერ კიდევ ტაბუდადებული იყო გარკვეული აქტივობების დროს.


საქართველოში თითქმის მთელ საბჭოთა პერიოდში შორტებს ფაქტობრივად არ იცვამდნენ არც მამაკაცები და არც ქალები, მით უმეტეს გარეთ ქუჩაში, სიტუაცია მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან შეიცვალა.



წინა ნაწილები იხილეთ 《ამ ბმულზე

0
109
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0