ფოტოგრაფია ერთი ფოტოს ისტორია(ნაწილი 3) 24 თებერვალი, 17:29 ![]() ადგილობრივმა ფოტოსტუდიამ Alexandra Studios-მა მოაწყო სარეკლამო ფოტოსესია, რა დროსაც ორი ფოტომოდელი ქალი ტორონტოს ქუჩებში შიშველი ფეხებით და მოკლე შორტებით გამოვიდა, რაც იმ დროისთვის ნამდვილი შოკი იყო საზოგადოებრივი ზნეობის თვალსაზრისით - პოლიციას შეეძლო განყოფილებაში გადაეყვანეთ ასეთი მცირე "ცოდვისთვის". ![]() ![]() ![]() ევროპისა და ამერიკის უმეტეს ნაწილში მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში შორტებს საგარეო სამოსად მხოლოდ პატარა ბიჭები ატარებდნენ, სანამ ისინი სიმწიფეს ასაკს არ მიაღწევდნენ. როგორც კი ბიჭები გაიზრდებოდნენ, ჩვეულებრივ ისინი გრძელ შარვალს ატარებდნენ, ეს იყო ერთგვარი სტერეოტიპი, რომ შორტები მხოლოდ ბიჭებისთვის იყო განკუთვნილი. ამის გამო მამაკაცები შორტებს არ იცვამდნენ, ცხელ ამინდშიც კი, რადგან სირცხვილად ითვლებოდა. უმეტეს კულტურაში ქალები ზოგადად არ იცვამდნენ შორტებს სოციალური ზნეობის გამო: მათ მხოლოდ კაბები, ქვედაბოლოები და ბლუზები უნდა ეტარებინათ. 1890-იან წლებში მუხლამდე შარვალი (შორტის ადრეული ტიპი) გახდა ამერიკელი ბიჭების სტანდარტული ტანსაცმელი. 1890-იანი წლების ბევრ სასკოლო სურათებში, ყველას, გარდა უფროსკლასელებისა, აცვიათ მუხლამდე შარვალი. ჩრდილოეთ ამერიკელი ბიჭები ჩვეულებრივ ატარებდნენ მუხლამდე სიგრძის შარვალს მოკლე წინდებით. სიტუაცია შეიცვალა 1900-იანი წლების შემდეგ, როდესაც მოკლე შარვლები უფრო პოპულარული გახდა ევროპაში. 1930-იან წლებში ყოველდღიური კომფორტისთვის შორტების ტარება დაიწყეს (როგორ ქუჩაში ასევე სპორტული ასპარეზობის დროს) როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალებმა. თუმცა, შორტების ტარება ჯერ კიდევ ტაბუდადებული იყო გარკვეული აქტივობების დროს. საქართველოში თითქმის მთელ საბჭოთა პერიოდში შორტებს ფაქტობრივად არ იცვამდნენ არც მამაკაცები და არც ქალები, მით უმეტეს გარეთ ქუჩაში, სიტუაცია მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან შეიცვალა. წინა ნაწილები იხილეთ 《ამ ბმულზე》 109 3-ს მოსწონს
|