x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩემი ჟასმინკა ვარსკვლავია, კიევში მაღალსართულიანში ცხოვრობს, ფლობს სამ ენას“ - სააკაშვილი
image

.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა „GORDON“-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლებ­ზე ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვილ­სა და ჟას­მინ იას­კო­ზე პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა. ალის­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­დას­თან, მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს, ჟას­მი­ნი კი უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მელ­საც ასე­ვე დედა რა­დას დე­პუ­ტა­ტი ელი­ზა­ვე­ტა იას­კო ზრდის.

.


"უფ­რო­სი ოთხი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ალი­სი­აა. ის არის ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ვარ­სკვლა­ვი, ფლობს სამ ენას", - აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტი­კოს­მა. უფ­როსს ქა­ლიშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ გო­გო­ნა ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლად იზ­რდე­ბა.

.

"ის ყო­ველ­თვის იცავს თა­ვის უფ­ლე­ბებს და ებ­რძვის უსა­მარ­თლო­ბას. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია", - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.


57 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა აღი­ა­რა, რომ ძა­ლი­ან აწუ­ხებს უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვილს, ჟას­მი­ნის ბედი, რო­მე­ლიც დე­დას­თან ერ­თად კი­ევ­ში ცხოვ­რობს.


"ჩემი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟას­მინ­კა, ცხოვ­რობს კი­ევ­ში, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში. გა­ვი­გე, რომ რო­დე­საც სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გან­გა­შია, სამ­წუ­ხა­როდ, ის და მისი დედა, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, არ ჩა­დი­ან ბომ­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­შე­სა­ფარ­ში. ისი­ნი ამას მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან. მე ძა­ლი­ან ვღე­ლავ და ვღე­ლავ ამის გამო", - თქვა მან უკ­რა­ი­ნუ­ლად.

.

გო­გო­ნას დედა უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტა­ტი "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" პარ­ტი­ი­დან ელი­ზა­ვე­ტა იას­კოა. მან პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა ბავ­შვზე 2023 წლის 1 ივ­ნისს. მა­შინ იას­კომ უკ­რა­ი­ნე­ლებს ბავ­შვთა დაც­ვის დღეს მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ომის დროს ძა­ლი­ან რთუ­ლია ახა­ლი ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბა და აღ­ზრდა. მისი თქმით, ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ასეთ რთულ დროს პირ­ვე­ლი შვი­ლი ჰყო­ლო­და.


"ჩემი შვი­ლი ჩემი სიყ­ვა­რუ­ლია", - წერ­და იას­კო.

0
196
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0