ბიჭმა 1000 კილომეტრი გაიარა, იმისთვის, რომ ყოფილი შეყვარებულის ახალი თაყვანისმცემელის სახლი დაეწვა

მიჩიგანელმა ჰარისონ ჯონსმა შეიტყო, რომ მისი ყოფილი შეყვარებული პენსილვანიაში მამაკაცთან შეხვედრას გეგმავდა. ეჭვით შეპყრობილმა 21 წლის მამაკაცმა მანქანით 1000 კმ-ზე მეტი გაიარა ბენსალემამდე და ცეცხლი წაუკიდა მამაკაცის სახლს, მოკლა ორი ძაღლი და კიდევ დაშავდა ექვსი ადამიანი.

ბენსალემის მეხანძრე-მაშველები და პოლიცია ადგილზე 10 თებერვალს დილით ადრე მივიდნენ. იმ დროისთვის ექვსი მაცხოვრებელი უკვე ევაკუირებული იყო, რომელთაგან რამდენიმეს გადახტომა მეორე სართულიდან მოუწია. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავებმა ეჭვობდნენ, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი და
CCTV-ს კადრების შესწავლა დაიწყეს. დამნაშავის ამოცნობა რთული არ აღმოჩნდა. კადრებში ჩანს შავი სედანი, რომელიც მიდის სახლთან მერგენსერ უაიზე. მამაკაცი მანქანიდან გადმოდის და შენობისკენ მიემართება, 15 წუთის შემდეგ კი უკან ბრუნდება, კადრში ჩანს სახლიდან გამომავალი კვამლი. შემდეგ ისმის ძლიერი აფეთქება და მამაკაცი სწრაფად სტოვებს დანაშაულის ადგილს.

პოლიციამ იპოვა სედანის სანომრე ნიშანი და დაადგინა, რომ ეს იყო მიჩიგანში რეგისტრირებული შავი 2021 წლის Volkswagen Passat-ი . მანქანა ეკუთვნის 53 წლის როკფორდის მცხოვრებს, ბრაიან ჯონსს, ჰარისონის მამას.
დეტექტივებმა შეისწავლეს ვიდეოკადრები და ნახეს, რომ სედანი ბენსალემისკენ მიემართებოდა ხანძრის წინ და უკან ბრუნდებოდა როკფორდისკენ ხანძრის შემდეგ.
ყველა დეტალი თავის ადგილზე მაშინ დალაგდა, როცა 21 წლის უსახლკაროდ დარჩენილმა მსხვერპლმა თქვა, რომ აპირებდა მიჩიგანელ გოგონასთან შეხვედრას. მათი რომანი მიმოწერით დაიწყო და ის აპირებდა პენსილვანიაში ჩამოსვლას. პოლიციამ გაარკვია, რომ გოგონას ყოფილ შეყვარებულს ჰარისონ ჯონსი ჰქვია.

პენსილვანიელი დეტექტივები დაუკავშირდნენ კენტის ოლქის შერიფის ოფისს მიჩიგანში და ოფიცრებმა მიიღეს მანქანის ჩხრეკის ორდერი. მასში აღმოჩენეს საკეტის გასატეხი მოწყობილობები, მობილური ტელეფონი და კომპიუტერი. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილს ხელის არეში დამწვრობა აღენიშნებოდა.
ჯონსმა მანქანით თითქმის 12 საათი იარა და ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც კინაღამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ის დააკავეს და პენსილვანიაში ექსტრადიციას ელოდება.