x
image
Yoona
Mediator image
130 წლის შემდეგ საიდუმლო ამოხსნილია - დნმ ტესტით ჯეკ მფატრავის ვინაობა დაადგინეს 
ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიო ცდილობდა ამოეხსნა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელის საიდუმლო. ჯეკ მფატრავი ატერორებდა ლონდონს 1888 წლის შემოდგომაზე, სასტიკად კლავდა ქალებს უაითჩეპელის ბნელ ხეივნებში. პოლიციამ მცდელობის მიუხედავად მისი დაჭერა ვერ შეძლო. ვინ იყო ის? რატომ ვერ დააკავეს? რაც მთავარია, როგორ შეძლეს მეცნიერებმა მისი ვინაობის დადგენა საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ?



image



პასუხი იპოვეს იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო - ძველ შარფში, რომელიც ათწლეულების მანძილზე მტკიცებულებად ინახებოდა.



თანამედროვე დნმ ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა ჯეკ მფატრავის ვინაობის გამოაშკარავება და ამ საშინელი ისტორიისთვის წერტილის დასმა.



ვინ იყო ჯეკ მფატრავი?


image



ჯეკ მფატრავი - სახელი, რომელიც შიშს ჰგვრიდა ლონდონელებს 1888 წელს. სერიული მკვლელის ნამდვილი ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. მას მიაწერენ მინიმუმ ხუთი ადამიანის მკვლელობას:



მერი ან ნიკოლსი - იპოვეს მოკლული 31 აგვისტოს

ენ ჩეპმენი - 8 სექტემბერს

ელიზაბეტ სტრაიდი - 30 სექტემბერს

კეტრინ ედოუსი - სტრაიდის პოვნიდან 45 წუთის შემდეგ

მერი ჯეინ კელი - 9 ნოემბერს



ყველა მსხვერპლის სხეული სასტიკად იყო დასახიჩრებული. მკვლელს წაღებული ჰქონდა ზოგიერთი შინაგანი ორგანო, როგორც ტროფეი.



როგორ შეძლეს მკვლელის ვინაობის დადგენა?

image



ამ საქმეში ბევრი ეჭვმიტანილი იყო, მაგრამ პოლიციამ დამნაშავის დაჭერა ვერასოდეს შეძლო. საიდუმლოს გასაღები აღმოჩნდა 1888 წლის 30 სექტემბერს კეტრინ ედოუსის მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი შარფი. ბრიტანელმა სასამართლო ექსპერტმა რასელ ედვარდსმა ჩაატარა დნმ ექსპერტიზა და შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ქსოვილზე იპოვეს ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილთან 100%-იანი დამთხვევა.



ვინ იყო აარონ კოსმინსკი და რა დაემართა მას?

image



კვლევის მიხედვით, ნამდვილი მკვლელი იყო აარონ კოსმინსკი, პოლონელი ემიგრანტი, რომელიც 1880-იან წლებში ლონდონში ჩავიდა. მუშაობდა დალაქად და ძალიან ახლოს ცხოვრობდა დანაშაულის ადგილებთან.



საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 1889 წელს პოლიციამ დააკავა კოსმინსკი და იყო მოწმეც, რომელმაც ამოიცნო მასში ადამიანი, რომელიც მსხვერპლთან ერთად დაინახა. თუმცა მან ოფიციალური ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და კოსმინსკის გათავისუფლება მოუწიათ.



ამის შემდეგ აარონის ცხოვრება მკვეთრად გაუარესდა: 1889 წელს უკიდურეს სიღარიბის გამო სამუშაო სახლში აღმოჩნდა. მალე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. იმდროინდელი სამედიცინო ანგარიშები მიუთითებს, რომ კოსმინსკი პარანოიდული შიზოფრენიით იყო დაავადებული.



მან 30 წელი გაატარა საავადმყოფოში, სანამ არ გარდაიცვალა 1919 წელს, 53 წლის ასაკში განგრენისგან. აღსანიშნავია, რომ ის არასოდეს ყოფილა ოფიციალურად ნასამართლევი მკვლელობისთვის და სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ ეჭვმიტანილი იყო.



ეს სიმართლეა თუ დარჩა კიდევ საიდუმლო?

image



შარფზე დნმ ექსპერტიზამ საინტერესო შედეგი გამოიღო, თუმცა ეს არ არის 100%-იანი მტკიცებულება იმისა, რომ ჯეკ მფატრავი ნამდვილად აარონ კოსმინსკია.



ისტორიკოსები და კრიმინოლოგები აგრძელებენ საქმის შესწავლას და იდუმალი მკვლელის ვინაობის შესახებ კამათი არ წყდება. შესაძლოა, ოდესმე გამოჩნდეს ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც სიმართლეს საბოლოოდ გაამხელს.



ამ დროისთვის ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ: ჯეკ მფატრავის საიდუმლო კვლავ ცოცხლობს და სამყარო აგრძელებს პასუხების ძიებას.



ასევე დაგაინტერესებთ:

შავი ქვრივი ბელ გუნესი, რომელმაც მოკლა საკუთარი შვილები, ქმრები და 42 საყვარელი

რატომ დასაჯეს სიკვდილით ლიზა მონტგომერი – პირველი ქალი 70 წლის განმავლობაში

ეს მამაკაცი ალკატრასის ციხიდან გაიქცა. 50 წელი გავიდა და მან FBI-ს წერილი მისწერა

8 ქცევის მოდელი, რომლებიც ქუჩაში ადამიანს დამნაშავისთვის ადვილ მსხვერპლად აქცევს

კოშმარული ჰოროსკოპი: გაიგეთ, რომელ სერიულ მკვლელს აქვს იგივე ზოდიაქოს ნიშანი, როგორც თქვენ

უნებლიე ტერორისტი: როგორ გახდა ნიანგი დამნაშავე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაში


0
388
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
388