x
image
Yoona
Mediator image
უნებლიე ტერორისტი: როგორ გახდა ნიანგი დამნაშავე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაში
საოცარი ტრაგიკომიკური ინციდენტი მოხდა 2010 წლის აგვისტოში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცაზე. ადგილობრივი ავიაკომპანიის Filair მინიატურული თვითმფრინავი Let L-410 Turbolet ქალაქ ბანდუნდუსკენ მიფრინავდა, რომელშიც 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.



image



როდესაც თვითმფრინავი დასაფრენად ემზადებოდა, ხალხი მოულოდნელად წამოხტა ადგილებიდან და შევარდა კაბინაში. სიმძიმის ცენტრი გადაიწია, პილოტმა დაკარგა კონტროლი და თვითმფრინავი ჩამოვარდა. მომხდარის სურათი ერთადერთი გადარჩენილის ჩვენების წყალობით აღდგა.



image




აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მგზავრს სპორტულ ჩანთაში ცოცხალი ნიანგი ჰქონდა. აშკარაა, გაყიდვას აპირებდა. ნიანგი პატარა იყო, მაგრამ საკმარისად შემზარავი, რომ ჩანთიდან გამოძვრენის შემდეგ ბორტზე პანიკა გამოეწვია.



image



ქვეწარმავალს გამოქცეული ხალხი კაბინაში შევარდა, რის გამოც თვითმფრინავი ცხვირით ჩავარდა და ცარიელ სახლს დაეჯახა, ასაფრენი ბილიკიდან რამდენიმე ასეულ მეტრში.



image



ავარიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ბელგიელი პილოტი დანიელ ფილემოტი, რომელიც ავიაკომპანიის Filair მფლობელი იყო. ბედის ირონიით, დამნაშავე გადარჩა, თუმცა თვითმფრინავის ნანგრევებიდან ცხედრების ამოღების ოპერაციის დროს მაშველებმა ნიანგს ესროლეს და მოკლეს.



image


ასევე დაგაინტერესებთ:

1. უკიდურესი უიღბლობის ამბავი: მამაკაცი 20 წლის წინ ნასროლმა ტყვიამ მოკლა

2. ასეც ხდება: ქურდებმა მოპარული ბონსაის ხეები ვაშინგტონის მუზეუმში დააბრუნეს

3. რეჯი სპირსის უცნაური ამბავი – ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ამანათით სხვა კონტინენტზე გააგზავნა (ნაწილი მეორე)

4. 10 ძვირფასი ნივთი, რომლებიც მოიპარეს შესანიშნავი გემოვნების მქონე უსინდისო ქურდებმა

5. 8 ქცევის მოდელი, რომლებიც ქუჩაში ადამიანს დამნაშავისთვის ადვილ მსხვერპლად აქცევს

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
43