x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ეს დაბოტოქსებული დედები და დროში დაკარგული მამრები...“ - ლალი მოროშკინა
image

.

პოპულარული ქართველი ჟურნალისტი და მწერალი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს.

.


გთავაზობთ მოროშკინას ფეისბუქ სტატუსს:

.

ჩამოვდივარ დედაქალაქში და თავი მტკივდება, ყველა დამწვარი "კალოდკის" სუნს ვგრძნობ, ყველა უკატალიზატორო მანქანა ანგარიშზე ამყავს, საცობებში ლამის ცხოვრება გაილიოს, ეს უჰაერობით გამწვანებული ბავშვები, ეს დაბოტოქსებული დედები და დროში დაკარგული მამრები....
არა, რა....
.
ორჯერ მომიწია ამ კვირაში მაღალი რანგის, "ფოე-ფოე" ტიპებთან, შუშის უჰაერო ოფისებში შეხვედრა და ასე მეგონა ყელში მიჭერენ და ახლა გონს დავკარგავ...
.
" არ მინდა ბინოკლი ვალიკოოო".
.
შვიდი წელია რაც ვაკიდან ვისკუპე ვაშლიჯვრის ბუხრიან, კერძო სახლში. კარლსონივით სხვებში ვნებივრობ და მურაბებს მუსრს ვავლებ.
.
პანდემიის დროს, ყველა რომ სახლებში გამოიკეტა, მე ევკალიპტის ბაღიანი გურიის სოფლის სახლუკა ვიყიდე და შაბათ-კვირას, მაისიდან დაწყებული შავ ზღვაში ვბანაობ.
.
პერო დიდი ხანია განჯინაში შევინახე და მხოლოდ "მილანებში, კომოებში, ნიცებში, პარიზებში და მოსკოვებში" რომ დავდივარ, მაშინ ვიმაგრებ, უბრალოდ იქ ჯერ არ იციან სოფლის ხიბლი. ეგ დროც მოვა....
სიღნაღში ვცხოვრობ, ვმუშაობ და რეგიონის აქტიურ ცხოვრებაში ვმონაწილეობ!
ძალიან ბევრს ვშრომობ ფიზიკურად და ხშირად ჩემი მანიკური ტირის....
.
მაგრამ!!!
არც სიფათს ვიწვალებ, არც სხეულს, არც ცელულიდი მაქვს და თითო ოროლა ნაოჭი ჩემი ცხოვრების მემატიანეა,
რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს! არც წნევები მაწუხებს და არც დეპრესია.
.
ცხოვრების წესი უცვლელი მაქვს:
.
კარგად მომექცევი - თან გადაგყვები, სულ ბადე ქონიან შამფურებს დაგიყრი...
ცუდათ მომექცევი - შამფურზე აგაცვამ,
თან ისე თვალსაც არ დავახამხამებ....
ყველაფერი გენიალური მარტივია.
.
ხოდა, ამაზე ჭკვიანური არაფერი გამიკეთებია!
კახური ჭორები, ყავა "ფეჩზე", გულიანი ქიზიყი და დიდი სტუმრიანობა!
იიიფ!...
.
P.S. გაეცალეთ ქალაქს, სანამ ქალაქმა გაგცალათ! ––– წერს ლალი მოროშკინა.
.
.
0
159
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0