სიახლეები ნახვამდის, ორმოებო - ახალი ასფალტი თავისით ინკურნება და 30%-ით მეტხანს ძლებს გუშინ, 14:39 საგზაო საფარის მასალა დროთა განმავლობაში იშლება. მისი შემაკავშირებელი კომპონენტი ბიტუმი იჟანგება და მკვრივდება ჰაერთან კონტაქტისას, კარგავს თავის ელასტიკურობას. გამვლელი მანქანების სიმძიმის ქვეშ ასფალტი იბზარება და გზა თანდათან იშლება. როდესაც მასალის დაშლა კრიტიკულ დონეს აღწევს, გზაზე ორმოები ჩნდება.
![]() ასფალტს დაუმატეს მცენარის სპორები სუონსის უნივერსიტეტის და ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა ასფალტს დაუმატეს გადამუშავებულ ზეთში გაჟღენთილი მცენარის სპორები და ამით შეძლეს დეგრადაციის პირველ ეტაპზე, ბზარების წარმოქმნაზე გავლენის მოხდენა. გზაზე, ავტომობილის სიმძიმის ქვეშ, სპორებიდან თანდათანობით გადმოდის ზეთი, რომელიც ბიტუმს არბილებს და ბზარებს ავსებს.![]() Google Cloud-ისა და მანქანათმცოდნეობის გამოყენებით მკვლევრებმა შეიმუშავეს კომპიუტერული მოდელი, რომლის დახმარებით შეაფასეს, რა რეაქცია ექნება თვითკურნებად ასფალტს ახალ ჭრილობებზე. „ბზარების ამოვსებით თავიდან ვიცილებთ მომავალი ხვრელების წარმოქმნას და ვახანგრძლივებთ გზის მომსახურების ვადას. ჩვენ შეგვიძლია საგზაო საფარის მომსახურების ვადის 30%-ით გახანგრძლივება“ - განმარტავს დოქტორი ხოსე ნორამბუენა-კონტრეასი, სოუნსის უნივერსიტეტის მკვლევარი. ![]() დაზიანებული გზები არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დათვლილია 7 მილიონი ამონაცვეთი: ხელისუფლებას სურს 2025 წელს 1, 6 მლრდ ფუნტი დახარჯოს ორმოების შეკეთებაზე. ამიტომაც ქვეყნის ხელისუფლებამ დიდი ინტერესი გამოხატა ახალი გამოგონების მიმართ. მეცნიერები თვლიან, რომ სულ რაღაც 2 წელიწადში ახალი მასალა ინგლისის გზებზე გამოჩნდება. ასევე დაგაინტერესებთ: იცით, რამდენი შეგიძლიათ დალიოთ სხვადასხვა ქვეყანაში მართვის დროს? თეთრი ფერი შუქნიშანზე უპილოტო მანქანებისთვის: რაზე გვაფრთხილებს ესპანეთში ზოგიერთმა საგზაო ჯარიმამ შეიძლება 6000 ევროს მიაღწიოს იაპონიაში მძღოლებს საჭესთან მობილურზე საუბრის გამო 12 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი მანქანაში: რატომ შეიძლება იყოს სასიკვდილოდ სახიფათო 186 შეფასება არ არის |