სიახლეები 12 უცნაური ავტომობილი, რომლებიც მსოფლიომ ნახა (ნაწილი მეორე) 27 მარტი, 18:26 12 ყველაზე უცნაური მანქანა, რაც კი ოდესმე შექმნილა. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ
Daihatsu Midget II გამოშვების წლები: 1996 – 2002; წარმოებული მანქანების რაოდენობა: უცნობია; ძრავები: 0, 65 (30, 5 ცხენის ძალა); ტევადობა: 1–2 ადამიანი; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ); მწარმოებელი ქვეყანა: იაპონია; ფასი: $6800 მეორე მოდელი, რომელიც უფრო ჰგავს მანქანას ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, არ იყო ისეთი წარმატებული, როგორც მისი სამბორბლიანი წინამორბედი, რომლის წარმოების პირველ წელს გაიყიდა მოდელის 80 000–ზე მეტი ეგზემპლარი. მანქანა, რომელიც მარტორქას ჰგავს კაპოტზე განთავსებული სათადარიგო ბორბლის გამო, წარმოდგენილი იყო 1993 წელს ტოკიოს მოტორ შოუზე, მაგრამ წარმოებაში მხოლოდ 1996 წელს შევიდა. განლაგებიდან გამომდინარე მოდელი შეიძლება იყოს ორადგილიანი ან მხოლოდ მძღოლისთვის. Peel P50 გამოშვების წლები: 1962 – 1965; წარმოებული მანქანების რაოდენობა: 50; ძრავები: 0, 05 (4, 2 ცხენის ძალა); ტევადობა: 1 ადამიანი; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 61 კმ/სთ); მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი; ფასი: $550 Peel P50, რომელიც აღჭურვილია ერთი კარით და იტევს ერთ ადამიანს, მხოლოდ 59 კგ–ს იწონის. მოდელის საწვავის მოხმარება მხოლოდ 2, 8 ლიტრია 100 კილომეტრზე. 2010 წელს კომპანიამ გამოუშვა Peel P50 ელექტროძრავით. მანქანა აღჭურვილი იყო სახელურით უკანა მხარეს, რომლის წყალობით მანქანის ხელით შემობრუნება ან სახლში ან ავტოფარეხში შეყვანა შეიძლებოდა. ZAZ-965A გამოშვების წლები: 1960 – 1969; წარმოებული მანქანების რაოდენობა: 322 166; ძრავები: 0, 75 ლ (23 ცხენის ძალა); 0, 9 ლ (27 ცხენის ძალა); ტევადობა: 4 ადამიანი; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ); მწარმოებელი ქვეყანა: სსრკ; ფასი: 15 000 რუბლიდან ZAZ-965A, მეტსახელად „კუზიანი ზაპოროჟეცი“, ლეგენდის თანახმად, შეიქმნა Fiat 600 ნიმუშების მიხედვით. ავტომობილს ჰქონდა ამძრავი უკანა ბორბალზე და „ლაყუჩები“, რომელიც ამ მოდელის დამახასიათებელი ნიშანი იყო. სინამდვილეში, ამ ელემენტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – აგრილებდა ძრავას და გადახურებისგან იცავდა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ZAZ-965A არის ბოლო საბჭოთა მანქანა კარებით, რომელიც იხსნება მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. Renault Twizy გამოშვების წლები: 2012 – დღემდე; წარმოებული მანქანების რაოდენობა: დღემდე იწარმოება; ძრავები: ელექტროძრავა (6, 1 კვტ); ტევადობა: 2 ადამიანი; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 75 კმ/სთ); მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი; ფასი: $10 900 Twizy ფორმალურად არ არის მანქანა, არამედ მძიმე კვადროციკლი. მოდელის სიგრძე არის მხოლოდ 2300 მმ და სიგანე 1130 მმ. შეუძლია 2 მგზავრის განთავსება: მგზავრის სავარძელი მძღოლის სავარძლის უკან მდებარეობს და მისი სიმაღლის რეგულირებაც შესაძლებელია. სრულ დამუხტვას დაახლოებით 3, 5 საათი სჭირდება. Bong Bug 700E გამოშვების წლები: 1970 – 1974; წარმოებული მანქანების რაოდენობა: 2270; ძრავები: 0, 7 (29 ცხენის ძალა); ტევადობა: 2 ადამიანი; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 23, 3 წამი; მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი; ფასი: $1 500 ორადგილიან სამბორბლიან მოდელს ერთი კარი აქვს, რომელიც ზემოდან იხსნება. მანქანაში მოსახვედრად მანქანის ზედა ნაწილი უნდა აწიოთ. მოკრძალებული ზომების მიუხედავად თითოეულ მანქანას სათადარიგო ბორბალი აქვს. რამდენიმე Bong Bug 700E შეიქმნა სპეციალურად თამბაქოს კომპანიის Rothmans რეკლამირებისთვის. Twike გამოშვების წლები: 1992 – დღემდე; წარმოებული მანქანების რაოდენობა: ისევ წარმოებაშია; ძრავები: ელექტროძრავა (7, 4 კვტ); ტევადობა: 2 ადამიანი; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 85 კმ/სთ); მწარმოებელი ქვეყანა: გერმანიისა და შვეიცარიის ერთობლივი წარმოება; ფასი: $22 300 დოლარიდან Twike ჰიბრიდული ავტომობილია, რომელსაც შეუძლია გადაადგილება როგორც ელექტროძრავის, ასევე ადამიანის წყალობით. სალონში დამონტაჟებულია პედლები, რომელთა ტრიალით შეგიძლიათ 246 კგ–იანი ავტომობილის გადაადგილება. მწარმოებლის თქმით, ფიზიკური ვარჯიში ისე ახურებს ადამიანს, რომ მანქანას გათბობის სისტემაც არ სჭირდება. ელექტროძრავის სიმძლავრის რეზერვი 50–დან 300 კმ–მდეა, რაც დამოკიდებულია დამონტაჟებული ბატარეების ტიპზე. ასევე დაგაინტერესებთ: ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის მანქანების 13 გიჟური დიზაინი, რომელთა გამოც ფარები შუბლზე აგივათ ამის გამოგონება მხოლოდ იაპონიაში შეეძლოთ – მობილური მინი ბაღები 17 ხრიკი, რომლებიც ყველა მძღოლს გამოადგება უჩვეულო ჰობი: მხატვარი ავტომობილში სატრანსპორტო საშუალების გარდა ყველაფერს ხედავს 380 1-ს მოსწონს |