x
image
Yoona
Mediator image
12 ყველაზე უცნაური ავტომობილი, რომლებიც მსოფლიომ ნახა (ნაწილი პირველი)
პირველი სერიული მანქანის გამოშვების შემდეგ საავტომობილო სამყარო ყოველ ათწლეულში ვითარდებოდა. გარკვეული ეპოქის მოდელები ასე თუ ისე ერთმანეთს ჰგავს: გარეგნულად, ტექნიკური მახასიათებლებით, გარკვეული ვარიანტების არსებობით ან არარსებობით. გამონაკლისებიც არსებობს. წარმოგიდგენთ 12 ყველაზე უცნაურ მანქანას, რაც კი ოდესმე შექმნილა.



BMW Isetta 300

image



გამოშვების წლები: 1956-1962;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: 161 728;


ძრავები: 0, 3 ლიტრი (13 ცხენის ძალა);

ტევადობა: 2 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე - 85 კმ/სთ);

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია;

ფასი: $1000.



image



სამბორბლიანმა Isetta-მ ერთ დროს BMW იხსნა გაკოტრებისგან: სანამ კონკურენტები ყიდდნენ უფრო ძვირადღირებულ მანქანებს, ბავარიელებმა მოახერხეს 160, 000 Isetta-ის გაყიდვა და ფინანსური მდგომარეობის სერიოზულად გაუმჯობესება.



image



Isetta, რომელსაც იტალიური ფესვები აქვს, უპირველეს ყოვლისა გამოირჩეოდა მოკრძალებული ზომით და იმით, რომ ერთადერთი კარი მდებარეობდა იქ, სადაც არის კაპოტი თანამედროვე მანქანებზე: მოდელის საჭე კართან ერთად მოძრაობდა.



image

image



Mohs Ostentatienne Opera Sedan

image



გამოშვების წლები: 1967-1979;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: 6-7;

ძრავები: 5.0 ლიტრი (193 ცხენის ძალა);

ტევადობა: 5 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: უცნობია;

მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა;

ფასი: $19, 600.



image



კომპანიის Mohs Брюс Мохс მფლობელმა შექმნა მოდელი Ostentatienne Opera Sedan, როგორც მაგალითი, როგორი უნდა იყოს ლუქს კლასის სედანი.



image



საქმე კონცეფციას არ გასცდა, მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში ბიზნესმენი ამ იდეით ისე იწვოდა, რომ 6–7 მსგავსი მანქანის წარმოება მოახერხა.



image



მანქანის მთავარი მახასიათებელია კარის არარსებობა: შიგნით მოხვედრა საბარგულიდან შეიძლება. საბარგული იხსნება, საფეხურები ჩამოდის და მგზავრს ან მძღოლს წითელი ხალიჩით ესალმება.



image



Aixam-Mega MultiTruck

image



გამოშვების წლები: 2010 – დღემდე;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: დღესაც იწარმოება;

ძრავები: დიზელი (15 ცხენის ძალა), ელექტრო (12 კვტ);

ტევადობა: 2 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: უცნობია;

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი;

ფასი: $14, 000 დოლარიდან.



image



Axiam-Mega ფრანგული კომპანია, რომელიც თავიდან სპეციალიზირებული იყო სუბკომპაქტური მანქანების და კვადროციკლების წარმოებაში.



image



თუმცა 2010 წელს კონცერნმა გამოუშვა მსუბუქი სატვირთო მანქანა MultiTruck, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც იყენებს კომერციულ ტექნიკას მოკლე დისტანციებზე ტრანსპორტირებისთვის და ამიტომ სურთ ავტომობილის ტექნიკური ხარჯების შემცირება.



image



როგორც დიზელის, ასევე ელექტროძრავის მოდელს დაბალი საოპერაციო ხარჯები აქვს.



image



მართალია, ძალიან უცნაურად გამოიყურება.



Messerschmitt KR175

image



გამოშვების წლები: 1953 – 1955;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: 15000 – 20000;

ძრავები: 0, 17 (9 ცხენის ძალა);

ტევადობა: 2 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ);

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია;

ფასი: $500

image

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას დიდი ხნით აეკრძალა თვითმფრინავების წარმოება. კომპანიას Messerschmitt სხვა რამეზე გადართვა მოუწია. 1953 წელს გამოვიდა კომპანიის პირველი ავტომობილი KR175, რომელსაც თავად გერმანელები უწოდებდნენ სკუტერს სალონით.



image

სამბორბლიან მანქანას ჰქონდა საჭე, რომელიც უფრო ჰგავს ველოსიპედის ან მოტოციკლის ანალოგს, და 2 დასაჯდომი.



image



1955 წელს მოდელი KR175 ჩაანაცვლა ახალმა მანქანამ – KR200.



image



Mazda R360

image



გამოშვების წლები: 1960 – 1966;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: 65 000;

ძრავები: 0, 35 (16 ცხენის ძალა);

ტევადობა: 4 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: არა (მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ);

მწარმოებელი ქვეყანა: იაპონია;

ფასი: $833 დოლარიდან



image



R360 კომპანიის Mazda პირველი სერიული მსუბუქი ავტომობილია.



image



მანქანა, რომელიც ხელმისაწვდომი მექანიკური ან ავტომატური ტრანსმისიით, მხოლოდ 380 კგ–ს იწონიდა.



image



პოპულარულმა მოდელმა საშუალება მისცა კომპანიას გაეძლიერებინა ფინანსური მდგომარეობა და იმის წყალობით, რომ ომის შემდგომი შეზღუდვები იაპონური პროდუქციის ექსპორტზე მოიხსნა, წარმატებით იყიდებოდა არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.



image



Russo-Baltique Impression

image



გამოშვების წლები: 2006;

წარმოებული მანქანების რაოდენობა: 1;

ძრავები: 6, 0 ლ (555 ცხენის ძალა);

ტევადობა: 4 ადამიანი;

აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: უცნობია;

მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთის და გერმანიის ერთობლივი წარმოება;

ფასი: $1, 8 მლნ



image



2002 წელს A:Level სტუდიამ გადაწყვიტა გაეცოცხლებინა ცნობილი რუსული ბრენდი "Russo-Balt" და შექმნა მანქანის დიზაინი გასული საუკუნის 40-იანი წლების სტილში.



image



ერთადერთი მანქანა Russo-Baltiqe Impression გამოვიდა 2006 წელს გერმანული კომპანიის German GErg GmbH ხელოსნებთან თანამშრომლობით და წარმოდგენილი იყო ჟენევის მოტორ შოუზე.



image



მაშინ სამომავლო ფასიც დასახელდა – 1, 8 მლნ დოლარი, თუმცა მოდელის წარმოება არასოდეს დაწყებულა.



image


ასევე დაგაინტერესებთ:

მანქანების 13 გიჟური დიზაინი, რომელთა გამოც ფარები შუბლზე აგივათ

ტომ კრუზი, სილვესტერ სტალონე და არა მხოლოდ: ცნობილები საყვარელ ავტომობილებთან ერთად

ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

0
175
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
175