x
image
Yoona
Mediator image
Mazda 2020 წლის ყველაზე საიმედო ავტომობილად აღიარეს
იაპონიის ავტომწარმოებელმა კომპანიამ Mazda საიმედო ავტომობილების რეიტინგში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში 26 ბრენდის უგზოობისთვის განკუთვნილი ავტომობილი აიღეს და თითოეული ავტომობილი მისი უსაფრთხოების ან დაუცველობის მიხედვით შეაფასეს.

image

კვლევის შედეგები

ამ წელს იაპონურმა კომპანიამ პირველი ადგილის დაკავება და გასული წლის მთავარი კონკურენტების Lexus და Toyota ჩამოშორება მოახერხა.


სტატისტიკაში ასევე მოხვდა ბრენდი Lincoln, რომელიც Ford-ის საავტომობილო კომპანიას ექვემდებარება. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, კომპანიის ავტომობილი საიმედოობის მხრივ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

2020 წლის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ Tesla–ს ავტომობილიც საიმედო არაა. კომპანია ბოლო ადგილზე აღმოჩნდა: 4–დან 3 ავტომობილი არაუსაფრთხოდ მიიჩნიეს.

image

რატომ გახდა გამარჯვებული Mazda

გამოკითხვა Consumer Reports-ის წევრთა შორის ჩატარდა, რომლებიც 2000-დან 2020 წლამდე გამოშვებულ 300 000-ზე მეტ მანქანას ფლობენ.

მანქანების ტესტირების სპეციალისტმა ჯეიკ ფიშერის თქმით, იაპონურმა ბრენდმა ასეთი შედეგების მიღწევა მხოლოდ მცირე ზომის კომპანიის ქონით და ახალი ავტომობილის შექმნის და მუდმივი განახლების სურვილების არქონის გამო შეძლო. ამის ნაცვლად კომპანია ყველა მექანიკას დეტალურად ასწორებს, ავტომობილს უფრო პრაქტიკულს ხდის, ვიდრე ლამაზს. სწორედ ამიტომ, კომპანია მომხმარებლებს სწრაფ სიჩქარეს და გასართობი სისტემების დიდ პანელებს არ სთავაზობენ.

image

5 საუკეთესო და 5 ცუდი ბრენდი საიმედოობის მიხედვით

ყველაზე საიმედო ავტომობილების ხუთეულში შედის: Mazda, Toyota, Lexus, Buick და Honda. ისინი იშვიათად იშლებიან, კარგი ძრავები და გადაცემის ყუთები აქვთ, მათ მფლობელებს ტექნიკური ხარვეზები იშვიათად აწუხებთ.

ყველაზე დაუცველ ავტომობილების ხუთეულშია Lincoln, Tesla, Volkswagen, Mini და Ford. ამ ბრენდების ცნობადობის მიუხედავად მათი მანქანები შეკეთებას, ტექნიკურ მომსახურებას ხშირად მოითხოვენ, რაც გაუმართავ მექანიზმს უკავშირდება.

ასეთი ფორმატის კვლევა ყოველწლიურად ტარდება, რომ მყიდველებს ახალი ავტომობილის შერჩევაში დაეხმაროს. განზოგადებული მონაცემების თანახმად, ახალი და თანამედროვე მოდელების ნახევარზე მეტს საშუალო საიმედოობის მაჩვენებლები აქვთ, ამიტომ რეკომენდებულია „ექსპერიმენტული“ მოდელების შეძენა, რომლებიც გზაზე უკვე გამოსცადეს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ქალი "მაზდის" გასაწმენდად მივიდა: თანამშრომლებს ამისთვის 7 საათი დასჭირდათ

image

6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ

image

ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

image

ტომ კრუზი, სილვესტერ სტალონე და არა მხოლოდ: ცნობილები საყვარელ ავტომობილებთან ერთად

image

ეს უბრალოდ არის რაღაც ფანტაზიის ჟანრიდან. მდიდრული სასტუმრო ბორბლებზე

image

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
44