x
image
Yoona
Mediator image
იაპონიაში მძღოლებს საჭესთან მობილურზე საუბრის გამო 12 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
იაპონიის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანეს, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და ასეთი დარღვევის გამო სასჯელს ითვალისწინებს. უყურადღებო მძღოლს შეიძლება 1 წლით თავისუფლება შეეზღუდოს.


image

როგორც ცნობილია, იაპონიის ხელისუფლებამ საჭესთან მოლაპარაკე მძღოლებთან ინტენსიური ბრძოლა ჯერ კიდევ 16 წლის წინ დაიწყო. მაშინ მათ წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული სასჯელი დააწესეს.

თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, იაპონელებისთვის ეს საშინელი სასჯელი არ ყოფილა. იაპონელები, როგორც ადრე, საჭესთან ყოფნის დროს სუპერთანამედროვე გაჯეტებით გატაცებას აგრძელებენ. ასეთი ქცევის შედეგად ავარიული შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.



როგორ დააჯარიმებენ

image

სატრანსპორტო საშუალების საჭესთან სატელეფონო საუბრის გამო სასჯელი უფრო გაამკაცრეს. მძღოლებს, რომლებიც საჭესთან ყოფნის დროს ტელეფონზე ისაუბრებენ, 18 ათასი იენით (დაახლოებით 150 ამერიკული დოლარი) დაჯარიმება ემუქრებათ. ეს კი ადრინდელ ჯარიმაზე 3-ჯერ მეტია.


image

სატვირთო მანქანების მძღოლებს ასეთი დარღვევისთვის არა 7 ათასი იენის (როგორც ადრე იყო), არამედ 25 ათასი იენის გადახდა მოუწევთ.

თუ მძღოლი ტელეფონით სარგებლობის დროს ავარიულ შემთხვევას გამოიწვევს, მაშინ მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნახევარი წლიდან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით ემუქრება.


ასევე დაგაინტერესებთ:

ქალი "მაზდის" გასაწმენდად მივიდა: თანამშრომლებს ამისთვის 7 საათი დასჭირდათ

image

ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

image

6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ

image

წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი მანქანაში: რატომ შეიძლება იყოს სასიკვდილოდ სახიფათო

image

რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს?

image


0
124
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
124