რელიგია ვატიკანის სამოციქულო არქივი - რა საიდუმლოებები იმალება მის კედლებში? 11 თებერვალი, 15:13 1929 წლის 11 თებერვალს ვატიკანი სუვერენული სახელმწიფო გახდა. დამოუკიდებელი წმინდა საყდრის ისტორია იწყება ე.წ. ლატერანის შეთანხმებების გაფორმებით. დოკუმენტების ეს ნაკრები განსაზღვრავდა ვატიკანის უფლებებს, პრივილეგიებს და სტატუსს იტალიის სამეფოში. ამ მოვლენას ფორმალური მნიშვნელობა ჰქონდა: მრავალი საუკუნის განმავლობაში პაპობა გავლენას ახდენდა მთელი მსოფლიოს ბედზე.
![]() ვატიკანის სამოციქულო არქივში, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლომდე მთლიანად მიუწვდომელი იყო მკვლევართათვის, დაცულია უნიკალური ხელნაწერების უზარმაზარი კოლექცია, რაც წმინდა საყდრის ძლევამოსილებას ადასტურებს. ![]() არქივი გამოეყო ვატიკანის ბიბლიოთეკას 1610 წელს პაპ პავლე V-ის დროს და მას შემდეგ გახდა საიდუმლოებების უდიდესი საცავი მსოფლიოში. 650 განყოფილებად დაყოფილი სტელაჟების საერთო სიგრძე 85 კილომეტრია, სადაც ინახება 35 ათასზე მეტი წიგნი და დოკუმენტი. ![]() ![]() ზოგიერთი წყაროს თანახმად, არქივში ინახება ოკულტური ლიტერატურის უდიდესი კოლექცია მთელ მსოფლიოში. თუმცა უფრო საინტერესოა არა ჩანაწერები მისტიკური რიტუალების შესახებ, არამედ ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს კაცობრიობის 16 საუკუნოვან ისტორიას. გვერდი გალილეო გალილეის დაკითხვის ოქმიდან მისი ხელმოწერით, 1638 წ. ![]() მარი ანტუანეტის სიკვდილისწინა ჩანაწერი, დაწერილი სიკვდილით დასჯამდე, 1793 წ. ![]() „აქ ყველაფერია, ძველი ევროპიდან აზიამდე, ამერიკის აღმოჩენებიდან მეორე მსოფლიო ომამდე. ჩვენს ყურადღებას არცერთი ქვეყანა არ გამოჰპარვია“ - ამბობს სერჟიო პაგანო, არქივის მცველი. ინკვიზიციის განაჩენი ასტრონომ ჯორდანო ბრუნოსთვის, 1600 წ. ![]() რომის პაპმა კლემენტ VII- მ მიიღო წერილი ინგლისელი დიდებულებისგან. ამ წერილით აცნობეს, რომ მეფე ჰენრი VIII და კატალინა არაგონელმა იქორწინეს, 1530 წ. ![]() ტამპლიერთა რაინდთა სასამართლო პროცესის ანგარიში. 231 განცხადება 60 მეტრიან პერგამენტზე, 1311 წ. ![]() საიდუმლო არქივში შეგიძლიათ იპოვოთ მანუსკრიპტები, რომლებიც მოიცავს ინკვიზიციის ყველაზე გახმაურებულ სასამართლო პროცესებს, ჯვაროსნული ლაშქრობების დროინდელი დოკუმენტები, ცნობილი მოაზროვნეებისა და მეცნიერების ხელნაწერები. რომის პაპი პიუს XI- ს წერილი ადოლფ ჰიტლერს მისი წერილის საპასუხოდ, რომელშიც გერმანიის რაიხსკანცლერი ვატიკანთან კავშირის გაძლიერების იმედს გამოთქვამს, 1934 წ. ![]() რომის პაპ კლემენტ VII-ის ოქროს ბულა საფრანგეთის მონარქის კარლ V-ის კორონაციის დღესთან დაკავშირებით, 1364 წ. ![]() წმინდა საყდრის კავშირების ფართო სპექტრი მთელი მსოფლიოს მნიშვნელოვან ადამიანებთან გასაოცარია. არქივში, მაგალითად, ინახება 1887 წლის კანადელი ოჯიბვას ტომის ბელადის წერილი, რომელშიც იგი მადლობას უხდის ვატიკანს მისიონერის გაგზავნისთვის. ოქროთი ამოტვიფრული მეწამული პერგამენტი, რომელიც აღწერს რომის იმპერატორის ოტო I ძღვენს ეკლესიისთვის, 950 წ. ![]() მაროკოს ხალიფას წერილი, რომელშიც პაპ გრიგოლ VII წერს და ახალი ეპისკოპოსის დანიშვნას ითხოვს, 1250 წ. ![]() საფრანგეთის დედოფლის მარია სტიუარტის უკანასკნელი წერილის ფრაგმენტი პაპ სიქსტუს V- ისადმი, 1586 წ. ![]() ![]() ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულია დაახლოებით 15 ქართული ხელნაწერი წიგნი. ასევე დაგაინტერესებთ: იცით, რატომ ჰქვია რომის პაპის ბეჭედს „მეთევზის ბეჭედი“ და რა არის მისი საიდუმლო? წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს? როგორ იპოვეს წამოწოლილი ბუდას უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც ოდესღაც გაუვალ ჯუნგლებში იყო დამალული 11 რელიგია, რომლებიც ზედმეტად უცნაურია, რომ მათი არსებობა მაშინვე დავიჯეროთ მსოფლიოს 22 უნიკალური ტაძარი სუნთქვისშემკვრელი არქიტექტურით 220 შეფასება არ არის |