x
image
Yoona
Mediator image
აუროვილი - ქალაქი, სადაც არ არის პოლიტიკა, რელიგია და ეროვნული ნიშნით განსხვავებები
აუროვილი ან „ცისკრის ქალაქი“ არის საერთაშორისო ქალაქი ინდოეთის სამხრეთით, რომელიც ვითარდება იუნესკოს ეგიდით. მდებარეობს ტამილნადუს შტატში, ქალაქ პუდუჩერის გვერდით. ქალაქის დამაარსებლის განცხადებით, ის უნდა გახდეს ინტერნაციონალური საზოგადოების შექმნის ექსპერიმენტი, სადაც ადამიანები იცხოვრებენ პოლიტიკური და რელიგიური უპირატესობების გარეშე.



image



image



„დედამიწაზე სადმე უნდა არსებობდეს ადგილი, რომელზეც ვერც ერთი ერი პრეტენზიას ვერ გამოთქვამს. ადგილი, სადაც გულწრფელი მისწრაფებების მქონე ყველა ადამიანი შეძლებს თავისუფლად ცხოვრებას, როგორც მსოფლიოს მოქალაქეები, იხელმძღვანელებენ მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოთი: უზენაესი ჭეშმარიტების სახელმძღვანელო“ (ფილმიდან „ღვთაებრივი აუროვილი“).




image



ეს ჰგავს ზღაპარს ინდიანა ჯონსის ფილმიდან, უძველეს აღმოსავლურ ლეგენდას, ყველაფერს, სიმართლის გარდა, მაგრამ აუროვილი ნამდვილად არსებობს.



image



1968 წელს, ქალაქის დაარსების დღეს, ასობით ქვეყნის წარმომადგენლები ჩავიდნენ აუროვილში და თან ჩაიტანეს მიწა მშობლიური ქვეყნებიდან. შავი მიწა მარმარილოს ყუთებში მოათავსეს და მატრიმანდირის მახლობლად დამარხეს. ახლა ის საერთო თავშეყრის ადგილია. მატრიმანდირი ითარგმნება, როგორც „დედა ტაძარი“ და სიმბოლოა ცხოვრების წესის, რომლის მიზანიც არის ადამიანების გათავისუფლება შეზღუდვებისგან: პოლიტიკური, ფინანსური და სოციალური. ის უბრუნდება შრი აურობინდოს და მირა ალფასას, ინდოელი კაცის და ფრანგი ქალის სწავლებებს: ისინი მართავდნენ აშრამას, რომელიც მოგვიანებით გახდა ქალაქი აუროვილი (აშრამი არის ადგილი, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ინტენსიური სულიერი პრაქტიკით არიან დაკავებულნი).



image



image



მატრიმანდირი მდებარეობს აუროვილის შუაგულში. ეს არის შენობა ოქროს გუმბათით, სადაც მოსახლეობა იკრიბება და ერთად მედიტირებს. ცენტრში, გუმბათის ქვეშ, უზარმაზარი ბროლის ბურთია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მზის სხივებით გარშემორტყმულია.



image



image



image



ქალაქი აღჭურვილი იყო 50 ათასი ადამიანის დასატევად. ახლა მუდმივი რეზიდენტების რაოდენობა 2 ათასს შეადგენს. უმეტესობა მათგანი ჩავიდა ინდოეთიდან, მაგრამ არის ხალხი საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან და ბევრი სხვა ქვეყნიდან. ისინი ცხოვრობენ სპირალურად მოწყობილ სახლებში, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან იშლება. ყველა თავის საქმეს აკეთებს. ქალაქი ცდილობს საკუთარი თავის უზრუნველყოფას: არის მინდვრები, ქარხნები, საცხობები, სასადილოები, რომელიც მუშაობს მზის ბატარეებზე, სკოლები, კინოთეატრები, მუსიკალური სკოლა და ადგილობრივი რედაქციაც.



image



image



image



image



ქალაქში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ სპეციალური კვლევითი ჯგუფები და მტკიცდება საერთო კენჭისყრით. მერია ან სხვა ერთიანი მმართველი ორგანო არ არსებობს.



image



image



image



image



აუროვილის რეზიდენტი ნებისმიერი მსურველი შეიძლება გახდეს. ახალწვეულთა გამოსაცდელი ვადა გრძელდება 1 წელი, რის შემდეგაც მის მიღებაზე შეიძლება უარი თქვან. თუ აპირებთ ამ ქალაქში გადასვლას, თავად უნდა იყიდოთ სახლი, რომელშიც იცხოვრებთ. ის თქვენს საკუთრებაში დარჩება მანამ, სანამ ქალაქში ცხოვრობთ.



image



image



image



image



ყველა მაცხოვრებელი, რომელიც აუროვილში მუშაობს, იღებს ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით 90 ევროს. აქ ბევრი ახალგაზრდა ოჯახია. ფერმერების და ინჟინრების გარდა, ქალაქს არ აკლია მხატვრები, არქიტექტორები, მეცნიერები და ექიმები. მაცხოვრებლები დარწმუნებულნი არიან, რომ აქ ისინი არიან დიდი ექსპერიმენტის ნაწილი, რომელიც მთელ კაცობრიობას სარგებელს მოუტანს.



image



image



image



აქ მანქანები არ არის. გამონაკლისია ტაქსები, რომელსაც მოჰყავს ხალხი „გარე სამყაროდან“. ქალაქს მცირე ტერიტორია უკავია და ბევრი ადამიანი მოპედით გადაადგილდება. აუროვილში ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ არა მარტივი. ყოველდღე უნდა ებრძოლო საკუთარ თავს, შენს კომპლექსებს და შიშებს. აქ არის ყურადღების გამფანტავი ფაქტორები, ხალხს თავს ვერ აარიდებთ. ბევრი წყვილი, ვინც აქ ერთად გადადის საცხოვრებლად, ურთიერთობას წყვეტს. ახალმოსულიც, რომელიც ქალაქში არავის იცნობს, ცოტა ხნის შემდეგ ყველას გაცნობას ახერხებს. აუროვილში აბსოლუტურად არანაირი კომუნიკაციის ბარიერი არ არის: ადგილობრივები ძალიან გულახდილები და წარმოუდგენლად მშვიდები არიან.



image



image



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

იცუკუსიმა – წმინდა კუნძული, სადაც აკრძალულია დაბადება და სიკვდილი

ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია

17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია

საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე

ჰავა მაჰალი: უნიკალური „ქარების სასახლე“, სადაც ერთი კიბეც არაა

0
293
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
293