"ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები" - ევროსაბჭოს დათქმები "ქართულ ოცნებას"
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით 114 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ივანიშვილის გუნდს ავალდებულებს აპრილამდე შეასრულონ შემდეგი: ჩანიშნონ ახალი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, გააუქმონ რუსული კანონი, შეწვიტონ მანიფესტანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა.

ფოტო: გიორგი ბურჯანაძის ფეისბუქ-პოსტიდან
რეზოლუციას ეხმიანება და უფრო დეტალურად წერს მის შინაარსზე იურისტი გიორგი ბურჯანაძე:
"ქართველი ხალხი 1 - 0 ქოცები
[სტრასბურგი 29/01/2025 CET 18:13:00]
ევროსაბჭოში მნიშვნელოვანი ბრძოლა წააგო ივანიშვილის რეჟიმმა. პირველად საქართველოს ისტორიაში PACE-ში დელეგაცია “პირობითზეა” აპრილამდე.
აპრილის სესიამდე ქოცებმა:
ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადონ;
გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები;
შეწყვიტონ ძალის გამოყენება მანიფესტანტების მიმართ;
შეწყვიტონ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მანიფესტანტების და აქტივისტების/ჟურნალისტების წინააღმდეგ;
დაუყონებლივ გააუქმონ რუსული კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები და სხვა დრაკონული კანონები;
დამატებით, ივანიშვილის დელეგაციას პირობითის დროს ეკრძალება:
(1) სხვადასხვა კომიტეტის წევრობის უფლება;
(2) არჩევნების დაკვირვების უფლება;
(3) მომხსენებლად ყოფნის უფლება;
(4) ასამბლეაში თანამდებობის დაკავების უფლება;
(5) ასამბლეის წარმომომადგენლობის უფლება;
დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ძალიან ბევრი მუშაობისთვის.
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყველა უფლებადარღვევა დავადოკუმენტირეთ და მივაწოდეთ ყველა შესაბამის თანამდებობის პირს ევროსაბჭოში.
შევხვდებით პარასკევს საღამოს რუსთაველზე და დიდი მადლობა ყველას ვინც მანდ იდექით და დგახრთ ჩემს მაგივრადაც" - წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.