x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ზომბირებული უმცირესობის ვნებები"-ნანა კაკაბაძე
image

"ზომბირებული უმცირესობის ვნებები


არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება საზოგადოების მხრიდან ნორმალურად და პატრიოტულად აღიქმებოდეს და წახალისებულიც კი იყოს სხვა ერის დემონიზაცია. თუ არ ჩავთვლით გერმანელ ფაშისტებს, რომელთა ოფიციალური იდეოლოგია რასობრივი თეორია იყო, საკუთარ თავს არიელების უმაღლეს რასად მიიჩნევდნენ და დაკანონებულად დევნიდნენ ებრაელებს და სხვა „დაბალი რასის“ წარმომადგენლებს, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა საზოგადოებაში წახალისებული და პატრიოტობის გამოვლენად მიჩნეული სხვა ერების სიძულვილი.


ჰომოფობიისა და ქსენოფობიის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ დაკნინების მიზნით შენი თანამემამულეებისთვის „რუსო... რუსო“-ს ძახილს. საბჭოთა რუსული იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი დისიდენტებიც კი რუს ერს კი არა, კომუნისტურ რეჟიმს ვებრძოდით რუს და სხვა ეროვნების დისიდენტებთან ერთად და არასოდეს გვიცდია ეროვნულ შუღლში გადაგვეზარდა ეს ბრძოლა. მე მგონი, ქართველი ერისათვის დამახასიათებელი ტოლერანტობის გენეტიკური კოდის შეცვლას ცდილობენ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“, როდესაც ასეთ ცხოველურ ანტირუსულ გამოხტომებს ტაშს უკრავენ და ახალისებენ.



მთავარი ის არის, რომ დასავლეთში ქსენოფობიად და ფაშიზმად ითვლება რომელიმე ერის მეორეხარისხოვნად გამოცხადება და ნაცისტების მიერ ებრაელების დევნის მსგავსი მიდგომა უცილობლად იწვევს საყოველთაო მიუღებლობას და დაგმობას, მაგრამ როგორც ჩანს, იქიდან საქართველო „ჯუნგლებად“ აღიქმება და ამიტომ ვხედავთ, როგორ გულმხურვალედ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი „მეგობრები“ იმ ქართველ „პატრიოტებს“, რომლებიც ეროვნული ნიშნით ზიზღისა და მტრობის გაღვივებას პატრიოტიზმად და სამშობლოს სიყვარულად წარმოგვიჩენენ.


სწორედ ასეთი განწყობების და ქმედებების პროპაგანდა და წახალისებაა იმის მიზეზი, რომ დღევანდელი საქართველოს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში გაბატონებულია ზიზღი, სიძულვილი, ბოღმა და შური, ერთი ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის მხრიდან მათთვის მიუღებელი აზრის და პოზიციის დემონიზება.


ამ ყველაფრის წახალისების მიზანი კი ისაა, რომ ასეთი დეზორიენტირებული და ფესვებმორყეული ერი ადვილად დასამორჩიელებელი გახდეს. როდესაც ადამიანების თავებში მიაღწევენ მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაციას, მერე ყველაფერი ადვილია - გაბოროტებული, ზომბებად ქცეული ასეთი ადამიანების მართვა არის მარტივი, ხოლო მორწმუნე და ჰუმანური ადამიანი ძნელი სამართავია, რადგან მას ამუხრუჭებს 10 მცნება, ნამდვილი ევროპული ღირებულებები, (და არა ფასადური) რადგან ეს ღირებულებები სწორედ ქრისტიანულ მოძღვრებაზეა დაფუძნებული.


ჩვენი ევროპელი „დაუძინებელი მეგობრები“ კი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოუთხარონ ძირი იმ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომლებიც ევროპულ და ქრისტიანულ ღირებულებებს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ. ასეთი „მეგობრები“ საქართველოს მიმართ ყოველდღიური მტრული გამოხტომებით არწმუნებენ ჩვენს მოსახლეობას, რომ ქართველების შეხედულებების საპირისპიროდ, ევროპა და ზოგადად, დასავლეთი სულაც არ არის თანასწორობის, ჰუმანურობის, შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ოაზისი, არამედ როგორც მინიმუმ, ასეთი ამქვეყნიური სამოთხე მათ მხოლოდ საკუთარი ქვეყნებისთვის სჭირდებათ და არა ჩვენისთანა „ჩამორჩენილი“ და „მეორეხარისხოვანი“ ერებისთვის. ამის მაგალითები უამრავია.


„ედემის ბაღში“ (როგორც ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს უწოდა) პოლიციელებზე მოლოტოვის კოქტეილების და პიროტექნიკის სროლა დანაშაულია და იქ დამნაშავე მკაცრად ისჯება, მაგრამ თუ იგივე ხდება „ჯუნგლებში“ (როგორც იმავე ბორელმა საქართველოს მსგავს ქვეყნებს უწოდა), ასეთი ქმედებების ავტორების დაპატიმრების შემთხვევაში ისინი „პოლიტიკურ პატიმრებად“ უნდა ჩაითვალონ.


„ედემის ბაღში“ პოლიციელს თუ სახეში სილა გააწანი, ულაპარაკოდ მიგაბრძანებენ „ვირის აბანოში“, მაგრამ „ჯუნგლებში“ ასეთი ქმედება არა კანონის დარღვევად, არამედ ხელის მოთათუნებად უნდა ჩაითვალოს, ხოლო თუ ამის შემოქმედს დააკავებენ, ის „სინდისის პატიმრად“ უნდა გამოცხადდეს.


„ედემის ბაღში“ პარლამენტის შენობაზე თავდამსხმელები შეგიძლია კანონიერად დახოცო, გადარჩენილები კი 10-20 წლით ციხეში გაამწესო, ხოლო „ჯუნგლებში“პარლამენტში შეჭრის მცდელობაში მონაწილეების მიმართ თუ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის ან გაზს გამოიყენებ, ევროპარლამენტის დეპუტატების თუ ევროპული სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან მოთქმა-გოდებასა და ცრემლების ღვრას მიიღებ „მშვიდობიანი მოქალაქეების“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ „სასტიკ ანგარიშსწორებაზე და რეპრესიებზე“.


„ედემის ბაღში“ გამჭვირვალობის კანონიც საუკეთესო და სამართლიანია, ჩვენთან, „ჯუნგლებში“ კი მსგავსი კანონი მხოლოდ ქვეყნის დამაქცევარი, დემოკრატიის დამსამარებელი და დიქტატურის დამამყარებელია.


ზომბებად ქცეული ქართველების ნაწილი საკუთარ ქვეყანას მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ მიიჩნევს და თვლის, რომ მხოლოდ ჩვენთან არის აღმოსაფხვრელი კორუფციაც, დეპოლარიზაციაც, ჩვენთან არ შეიძლება კანონის დარღვევაზე რეაგირება, ხოლო იქ, „ედემის ბაღად“ აღქმულ დასავლეთში არც კორუფციაა (გავიხსენოთ გახმაურებული კორუფციის ფაქტები ევროსტრუქტურებში), არც დეპოლარიზაცია, არც პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ცხოვრებაც დალაგებულია, მტრობაც აღმოფხვრილი თუ გვინდა, რომ ჩვენც მათი ნაწილი გავხდეთ, ყველაფერში უნდა დავუჯეროთ, მათ ხომ ჩვენზე მეტი იციან და ამიტომ კარგად ხედავენ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. და ვინც ამას არ ეთანხმება, ისინი „რუსები“ არიან.


მართალია, ასეთი ზომბირებული ქართველი „პატრიოტები“ დღეისათვის უმცირესობას წარმოადგენენ, მაგრამ ისტორიიდან ვიცით, თავის დროზე ბოლშევიკებიც და ფაშისტებიც უმცირესობას წარმოადფენდნენ.


ამიტომ ხელისუფლებასთან ერთად მთელი ჯანსაღი საზოგადოების პასუხისმგებლობაა, რომ ზომბირებული გაბოროტებული უმცირესობა, არ იქცნენ უმრავლესობად!"-წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე

2
168
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
168
  
28 იანვარი, 13:47
ჯონი სინსი ანუ ივანუშკა მაჩაბელი შევეცცცცცცი დედაშენს ხახაში.
28 იანვარი, 12:23
ფეკალიებით სავსე კასრი
0 1 2