პროფილაქტიკა "ყველაზე ცხელმა ბებიამ" თავისი ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლო გაამხილა 24 იანვარი, 14:09 ![]() ავსტრალიელმა მოდელმა ჯინა სტიუარტმა, რომელსაც "მსოფლიოს ყველაზე ცხელი ბებია" უწოდეს, განაცხადა, რომ ჯანსაღი კვება ეხმარება მას დაბერების ნიშნებთან ბრძოლაში. ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლოებები მან Daily Mirror-თან ინტერვიუში გაამხილა. 54 წლის ქალს უკვე ჰყავს სამი შვილიშვილი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ თავის წლებთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. მან განმარტა, რომ დღიურ დიეტას შეუძლია, გარკვეულწილად, შეაჩეროს დაბერება, თან ამასთან ერთად თუ თქვენ ვარჯიშითაც ხართ დაკავებული. ![]() ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ჯანსაღ რაციონს შორის სტიუარტმა დაასახელა ფორთოხალი. „ეს არა მხოლოდ გემრიელი და ქორფა ხილია, არამედ ენერგიის ბუნებრივი წყაროა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დაბერების ნიშნებთან საბრძოლველად“, - თქვა მან. მან განმარტა, რომ ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აუცილებელია კოლაგენის წარმოებისთვის, რაც ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას და ნაოჭების გაქრობას. ![]() ![]() ![]() ![]() 385 2-ს მოსწონს
|