x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სამების ტაძართან რომ მივლენ და შვილიშვილები იკითხავენ, ეს ეკლესია ვინ ააშენაო, რას უპასუხებენ?“ - დიტო სამხარაძე
image

.

"დროის გასვლის შემდეგ, ერისკაც ბიძინა ივანიშვილს რომ დღეს არსებები ემტერებიან, მათი შთამომავლები სამების ტაძართან რომ მივლენ და შვილიშვილები იკითხავენ, ეს ეკლესია ვინ ააშენაო, რას უპასუხებენ?

.


კაცმა, რომლის წინააღმდეგაც ჩვენი წინაპარი იბრძოდაო? "დანოსებს" წერდა მასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნებში, სანქციები რომ დაეკისრებინა უცხოელსო?

.

საქართველოში მშვიდობა უნდოდა, ქვეყნის დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, ეკლესიას იცავდა, ჩემი დიდი ბებია ან ბაბუა კი უცხო ქვეყნის აგენტი იყო და სამების ამშენებელს უცხოელის დავალებებით ებრძოდაო?

.

ეტყვიან გიგაური-ლომჯარიას, ნაცური, ვირთხული, თაღლითური ოპოზიციის წარმომადგენლების შთამომავლები თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს სიმართლეს? არამგონია! ეს ხალხი მომავალს ვერ უყურებს, თუ რა სირცხვილს უმზადებენ შთამომავლობას, რომლებიც იმედია საქართველოს ერთგულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან! ჩვენი შთამომავლობა კი ჩვენით იამაყებს, რომ ვიდექით ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, მაშინ როცა საქართველოს სუვერენიტეტს იცავდა!ვიბრძოდით მშვიდობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ერისკაცთან ერთად, რომელიც საქართველოს გადარჩენის გარანტია!" - წერს სახელისუფლებო პარტიის წევრი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

.
ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტო­რი, არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი: - “არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ჩვე­ნი სა­მე­ბა სი­დი­დით და მას­შტა­ბით, მე-8 ად­გილ­ზეა. და­ნარ­ჩე­ნი, ევ­რო­პის მას­შტა­ბით, სა­მარ­თლმა­დი­დებ­ლო და არას­მარ­თლმა­დი­დებ­ლო სამ­ყა­რო­ში მე­სა­მე ად­გილს გვა­კუთ­ვნე­ბენ, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქს ნათ­ქვა­მი აქვს: "მათი ტა­ძა­რი დი­დია, მაგ­რამ ჩვე­ნი დი­დე­ბუ­ლი". ისე არ მოხ­და, მუ­შა­ო­ბა პირ­და­პირ სა­მე­ბით დგა­ვე­წყო, თუმ­ცა სა­მე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე ტაძ­რის აგე­ბა მო­ვას­წა­რი. პირ­ვე­ლი თემ­ქა­ზე სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა, ამაღ­ლე­ბის ტა­ძა­რი სა­ბურ­თა­ლოს პან­თე­ონ­თან და შემ­დეგ ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე, ისევ სა­ბურ­თა­ლო­ზე, წმინ­და გი­ორ­გის ბა­ზი­ლი­კა, ერ­თნა­ვი­ა­ნი. ისე გა­მო­დის, რომ ჩემი პრო­ექ­ტე­ბი ზე­ცის­კენ უფრო მი­ის­წრა­ფის, ვიდ­რე მი­წის­კენ, - რა­ღაც თა­ვის­თვად ასე გა­მო­დის.
.
მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მთავ­რი სირ­თუ­ლე ფი­ნან­სე­ბი აღ­მოჩ­ნდა. უწ­მინ­დეს­მა რომ მკი­თხა, - ბა­ტო­ნო არ­ჩილ, რა გვიშ­ლის ხეს მუ­შა­ო­ბა­შიო? ვუ­თხა­რი, - თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, ყვე­ლაფ­რი ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი-მეთ­ქი. არა, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლიო, - იყო მისი პა­სუ­ხი. ისე აგის­რუ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ეს აგ­ვის­რულ­და. პირ­ველ წლე­ბი, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ქვა­ბულ­ში ვი­ყა­ვით, (მცი­რე ბი­უ­ჯე­ტის გამო), ძლივს ამო­ვე­დით ზე­მოთ. ფონ­დი ყო­ველ წელს შე­მო­წი­რუ­ო­ბა­თა წიგნს უშ­ვებ­და, სა­დაც რო­მელ­მა მო­ქა­ლა­ქემ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რამ­დე­ნი შეს­წი­რა, აღ­ნუს­ხუ­ლი იყო. ეს იმის­თვის გა­კეთ­და, რომ ყვე­ლას სა­კუ­თა­რი თავი იქ აღ­მო­ე­ჩი­ნა და არა­ვის ღვაწ­ლი და­კარ­გუ­ლი­ყო. მარ­თლაც უამ­რა­ვი ხალ­ხი მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან, მოჰ­ქონ­დათ ფი­ლე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წარ­წე­რე­ბით. იყო ასე­ვე წმინ­და ად­გი­ლე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ქვე­ბი, ოქ­როს მო­ნე­ტე­ბი უწ­მინ­დეს­მა ჩა­ყა­რა სა­ძირ­კველ­ში. ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ონ­მა ძვირ­ფა­სი ბე­ჭე­დი შეს­წი­რა.
.
- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში რო­დის ჩა­ერ­თო?

- ნულ სარ­თუ­ლამ­დე ვი­ყა­ვით ამო­სუ­ლი და ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და, სწო­რედ მა­შინ 2000 წელს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა შე­მოგ­ვი­ერ­თდა. 4 წე­ლი­წად­ში ტაძ­რის მონ­ტა­ჟი და მო­პირ­კე­თე­ბა დამ­თავ­რდა. კო­ლო­სა­ლუ­რი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. ამას­თან, უამ­რა­ვი ხალ­ხი და­საქმდა. სხვა­თა შო­რის, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა იმ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე არც გა­მო­ჩე­ნი­ლა. მხო­ლოდ, ბო­ლოს მო­ვი­და, ფი­ნა­ლის­კენ, რომ ენა­ხა, რა კეთ­დე­ბო­და. ძი­რი­თა­დად დის­ტან­ცი­ა­ზე იყო.

/

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0