x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მეგის ქარდავასაც გაარტყა ქალმა ხელი, მაგრამ არ დაუჭერიათო - იხსენებს „მთავარი არხი“, ანუ მიშას დროს უფრო ლოიალურები იყვნენო“
image

.

გვარამიას ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს საკვირაო გადაცემა პოსტ ფაქტუმში გავიდა რეპორტაჟი, რომელიც ბათუმელი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებებს ეძღვნება. რეპორტაჟში მოყვანილია ანალოგიური ფაქტები წარსულიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა. რეპორტაჟის ავტორის თეა ადეიშვილის მტკიცებით, პროტესტანტმა ქალმა მაკა სახურიამ 2007 წელს ხელი სახეში მეგის ქარდავასაც გააწნა, თუმცა ის არავის დაუჭერია და დღეს მეგის ქარდავაა პატიმრობაში და ისჯება. ტელეკომპანია იმასაც გვახსენებს, რომ სახურია ერთერთი ოპოზიციონერის მეუღლე იყო და მას ეს შერჩა. არადა ეს ჟურნალისტი მაშინ ტელეკომპანია იმედში გიორგი თარგამაძის საკვირაო ტელეგადაცემა დროების ჟურნალისტად მუშაობდა და კარგად იცის, რომელ დროს უფრო სასტიკი იყო ძალოვანი უწყება და განსაკუთრებით რა დაუდობელი დრო იდგა მაშინ.

.


ანუ რეპორტაჟის ავტორი გვარად თეა ადეიშვილი და მთლიანად ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ამჯერად მაყურებელს უმტკიცებს, რომ ხალხი ბევრად გამბედავი იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ვიდრე დღეს და ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში პოლიციელები ბევრად ლმობიერები და ადამიანურები იყვნენ, ვიდრე დღეს არიან. მათი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლების მიდგომაც პროტესტის მონაწილეების მიმართ ბევრად უფრო რბილი იყო, ვიდრე დღესაა. ეს რამდენად ჭეშმარიტებაა, თქვენ განსაჯეთ.

.

იგივე ვიდეოკადრები, სადაც მაკა სახურიას მიერ მეგიზ ქარდავასთვის სილის გაწვნის ფაქტის საარქივო კადრებია ასახული, ასევე გაავრცელა დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის მიერ დაფუძნებულმა მედიამაც. ანუ ისინიც ხალხს ახსენებენ, თუკი სხვა არ დასჯილა ჩვენ რატომ გვსჯითო.

.


1
349
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
349
  
21 იანვარი, 20:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1