x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გავრცელდა ვიდეო, სადაც გიორგი გახარიას და "ოცნების" დეპუტატების შორის ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული

image

„ქრონიკას“ მიაწოდეს ორი ვიდეო - ერთი, რომელშიც დასაწყისია ასახული და მკაფიოდ ჩანს გიორგი გახარიას ქმედება. კადრებში ჩანს, რომ სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს სიტყვიერი დაპირისპირებისას სამხარაძეს გახარიამ სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

თუმცა ტვ "იმედი" გახარიას თანაგუნდელებმა დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.



ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


ცნობისთვის ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დამფუძნებელს პარტიისა „საქართველოსთვის“, გიორგი გახარიას. ინციდენტის შემდეგ გახარია გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და პირველადი გამოკვლევები ჩაუტარეს.


ექიმის, თაკო შანთაძის თქმით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.



მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო:


„რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, „შერატონში“, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი“, - წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი და აქვეყნებს ფოტოებს ინციდენტის ადგილიდან.


4
1032
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1032
  
უტვინო ადამიანის დაწერილი ბოდვების კორიანტელი
აი,ეგრე რო საზღვრავთ,მაგიტომაც გეძახით უსაკურთხოდ დატოვებულ მკვდარს. გალახული კაცის რეიტინგი როგორ უნდა იწევდეს პოლიტიკაში? ან ის მეორე როგორ უნდა უმტკიცებდეს ბიძოს სიყვარულს და ერთგულებას ვიღაცის გალახვით? რაც დავითაშვილს უბრახუნეს ნაცებმა,რეიტინგი ასტრალში უნდა გასულიყო,მარა გავიდა? ისე მოკვდა რო კაციშვილის არ უთქვამს(ოჯახის გარდა რა თქმა უნდა) ეს რა კაცი წაიქცაო. აი,ბიძოზე ნამდვილად იტყვიან,ერთი კაცია და მთელ კოლექტიურ დასავლეთს ეთამაშება,ზოგჯერ ამარცხებს კიდეც. თუმცა შენაირები ამას ვერ გაიგებენ და არც აღიარებენ. ყველაზე დიდი ქართველია ამ მომენტში ივანიშვილი,რომელმაც არა უთხრა კოლექტიურ დასავლეთს და ფეხბიც ვერ მოსჭამეს. ტრამპი კიღამ გაისტურმეს იმ ქვეყნას,ფიცოსაც ესროლეს და ბიძინის ფეხები ვერავინ ვერ მოსჭამა. შეიძლება ეს ქვეყნისთვის გააკეთა ან თავისი ინტერესებისთვის,მარა აქ მთავარია რო გააკეთა. ქოცები არ მომწონან და არ მეხატებიან გულზე,მარა ბიძინას გონიერებას ვაღიარებ და პატივს ვცემ.
15 იანვარი, 19:53
ნუ გახარიას აეწევა რეიტინგი მაგით, და მოჩხუბარი ქოცები ბიძოს დაუმტკიცებენ - შენი გულისთვის ყველაფრის მკადრებლები ვართო. ეგაა სულ რა
ცხვირი არა,თვალი
0 1 4